უკრაინა და საფრანგეთი იარაღის ერთობლივი წარმოების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმების შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა კიევში ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მიწოდებიდან გადავდივართ ერთობლივ წარმოებაზე და გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სისტემატურად გააძლიერებს ჩვენს თავდაცვას“, – აღნიშნა ფედოროვმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ იარაღზეა საუბარი ან როდის დაიწყება წარმოება.
თავის მხრივ, ვოტრენმა განაცხადა, რომ საფრანგეთი დგას და იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით.