უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
ირანი მზადაა ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს
ვოლოდიმირ ზელენსკი - გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია - ომი უნდა დასრულდეს
დონალდ ტრამპი იმ ადამიანებს უჩივლებს, რომლებიც მას ეპშტეინთან კავშირსა და მეგობრულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ
დონალდ ტრამპი - ჩვენ ახლა ირანთან ვსაუბრობთ, მსურს, შეთანხმებას მივაღწიოთ
გოჩა მირცხულავა: ვერც ივანიშვილი, ვერც კობახიძე და ვერც პაპუაშვილი დემოკრატიას ვერ გააუპატიურებენ!
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით, საკუთარ თავზე
Amnesty International - „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

ვოლოდიმირ ზელენსკი - გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია - ომი უნდა დასრულდეს

03.02.2026 ნახვები: 181

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ უკრაინის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღევანდელ შეხვედრას მომლაპარაკებელთა გუნდის თითქმის ყველა წევრი დაესწრო, კერძოდ, რუსტემ უმეროვი, კირილ ბუდანოვი, სერგეი კისლიცა, ანდრეი გნატოვი და ალექსანდრ ბევზი. ასევე, მოლაპარაკებებში მონაწილეობას დავით არახამიაც მიიღებს. მოლაპარაკებების ჩარჩოები დავამტკიცე და კონკრეტული ამოცანები დავსახე“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის დელეგაცია 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში ამერიკულ მხარესთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

„უკრაინა რეალური ნაბიჯებისთვის მზად არის. გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. აშშ-სთან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტს დასრულებულად მივიჩნევთ და ჩვენ აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ დოკუმენტებზე შემდგომ მუშაობას ველით. ასევე, ველით, რომ დიალოგისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით ამერიკული მხარე კვლავ გადამწყვეტ როლს შეასრულებს. დეესკალაციის ზომები, რომლებიც ხუთშაბათს ღამით ამოქმედდა მოლაპარაკებების პროცესისა და მისი შესაძლო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას ხელს უწყობს. ომი უნდა დასრულდეს“, - აცხადებს ზელენსკი.

გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა