If Russia does not cease fire, EU will impose tough sanctions – Zelensky
Ukraine will not withdraw troops from its own territory – president
Zelensky says dates for '1,000-for-1,000' prisoner exchange already being discussed
Ukraine, Russia may sign ceasefire memorandum – Zelensky
Leaders of several European countries, Ukraine speak with Trump by phone
Trump after call with Putin: Russia, Ukraine will immediately begin talks to end war
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს

ფრიდრიხ მერცი - ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს

20.05.2025 ნახვები: 199

ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე წერს.

„ევროპა და ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულები არიან: ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის გზაზე უკრაინას მხარს მტკიცედ დავუჭერთ. ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით“, - წერს ფრიდრიხ მერცი.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება“.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა