გიორგი ტერიშვილის ადვოკატი მოსამართლეს - როცა აქ არაადეკვატურ საქმეზე მსჯელობთ, სადღაც სხედან პოლიციელები, რომლებიც აზიანებდნენ მოქალაქეებს
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
War update: 175 combat clashes on front lines in past 24 hours, 50 in Pokrovsk sector
Zelensky after overnight attack: Until diplomacy works, Moscow must face more sanctions
აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმის პროკურორი - კადრებში ჩანან პირები, რომლებიც ახორციელებენ ერთსა და იმავე მოქმედებას პოლიციელების მიმართ, მათი მოქმედებები ქმნის ჯგუფურ დანაშაულს
გრიგოლ გეგელია - გადის აგვისტო და ვხედავთ, რომ არც ევროკავშირისგან მიღებული „დედლაინი“ არ შესრულებულა
სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით

ვოლოდიმირ ზელენსკი - არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს

20.05.2025 ნახვები: 349

დონალდ ტრამპს ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენს გარეშე არ მიეღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„პუტინთან საუბრამდე ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენ გარეშე არ მიეღო. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა თავისი ტერიტორიებიდან ჯარებს არ გაიყვანს.

„ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენი ჯარების გაყვანის პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, თურქეთში, ვატიკანსა ან შვეიცარიაში უკრაინის, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება განიხილება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა