პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა , - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.
“ოქტომბერში თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:
ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;
პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;
ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;
ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;
ოპოზიცია აკრძალა;
უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.
პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა”, - წერს უილსონი.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ