საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს
Russian army lost 1,180 troops and two air defense systems in day of war against Ukraine
In Kharkiv region, border guards destroyed bridge and Russian equipment using drones
Defense forces eliminated Russian sabotage and reconnaissance group in Vovchansk direction
FM Sybiha met with president of World Congress of Ukrainians in Canada
Ukraine in OSCE: Russia waging war of terror and nuclear blackmail
Unknown drone monitors Leclerc tank convoy in France
SBU uncovers Russian intelligence operative planning series of terrorist attacks in Kyiv's metro, shopping centers

ლევან ხაბეიშვილი ოქრუაშვილის დაკავებაზე - კრიმინალები ქუჩაში დადიან და ესენი ციხეში უშვებენ აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ, პატრიოტ ადამიანებს

14.05.2025 ნახვები: 458

ეს არ არის არც ბელარუსი და უკვე არც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ქვეყანაში კრიმინალები, მკვლელები ქუჩაში დადიან, 18 წლის ახალგაზრდებს ყელს ჭრიან და ესენი ციხეში უშვებენ სამოქალაქო აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ, პატრიოტ ადამიანებს,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის ეხმაურება ფაქტს, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

„ეს არ არის არც ბელარუსი და უკვე არც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ქვეყანაში კრიმინალები, მკვლელები ქუჩაში დადიან, 18 წლის ახალგაზრდებს ყელს ჭრიან და ესენი ციხეში უშვებენ სამოქალაქო აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ, პატრიოტ ადამიანებს.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ქართველის და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მასთან არ მისულა უსამართლობა, აუცილებლად მივა. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველამ გავიაზროთ, რომ ძალა ერთობაშია, ძალას დავუპირისპიროთ ძალა და ამ მწამებელ რეჟიმთან ენისმოჩლექით საუბარი და აქცია-პერფორმანსებით ფონს ვერ გავალთ. ეს რეჟიმი მზად არის დაიჭიროს ყველა - ქალები, პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები, მსახიობები. შესაბამისად უნდა გვესმოდეს, რომ ბელარუსზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ და ეს არის კადიროვის ჩეჩნეთის მსგავსი ბანდით მართული ქვეყანა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა