გოჩა მირცხულავა: "სად არის ის მილიონები, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის ჩაყარა აქ უამრავმა უცხოურმა ორგანიზაციამ თუ ფონდმა?!"
Zelensky says Trump and all leaders support his decision to meet with Putin in Türkiye
დონალდ ტუსკი - ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შედეგია
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში შიკრიბებიან
ანდრეი სიბიგა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე - ნამდვილი ლიდერი არავის და არაფრის უკან არ იმალება
Zelensky: “I’ll be waiting for Putin in Türkiye on Thursday. Personally”
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად დაველოდები
მსვლელობის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში შიკრიბებიან

12.05.2025 ნახვები: 206

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს ევროპელ კოლეგებს უმასპინძლებს, რათა უკრაინის მხარდაჭერისა და რეგიონული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ ლემი მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

„დღეს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა მხოლოდ უკრაინის მომავალს არ ეხება - ის მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალურია“, - აღნიშნა ლემმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები შაბათს კიევში ჩავიდნენ, რათა მხარი დაეჭირათ უკრაინის მოწოდებისთვის 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასიური ახალი სანქციებით დაემუქრნენ, თუ ის შეთანხმებას რამდენიმე დღეში არ დათანხმდებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა