მოქალაქეებმა, რომლებიც ახმეტელის მეტროსადგურთან იყვნენ შეკრებილები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობასთან გადაინაცვლეს.
მსვლელობის მონაწილეებმა ამერიკის საელჩოს საქართველოში მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატაში - „MEGOBARI აქტის” მხარდაჭერის გამო.
როგორც მარშის მონაწილეები აცხადებდნენ, „MEGOBARI აქტი” საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერი დოკუმენტია.
ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ს დროშები. ასევე, მანიფესტანტებმა ადგილზე ფერადი კვამლი გაუშვეს.
გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებდნენ: “გადადექით”, “სანქციები გზაშია”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “დამხობა რეჟიმს”.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: “ნამდვილი MEGOBARI სანქციებით იცნობაო”, “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”, “MEGOBARI ACTI - მეგობრობა აქტში!”
თავდაპირველად, მსვლელობის მონაწილეები 14:00 საათზე სადგურის მოედნის, ავლაბრის და „დელისის“ მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მეტროთი ახმეტელის მეტროსადგურთან გადაინაცვლეს. შემდეგ კი ახმეტელის მეტროსადგურიდან საქართველოში ამერიკის საელჩოს შენობამდე მარში გამართეს.