პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

თინა ბოკუჩავა EPP-ს კონგრესზე - ევროპა ერთიანად უნდა იდგეს მტრის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ გადამწყვეტი ქმედებებით შეიძლება იმ ადამიანის შეჩერება, ვინც ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა

30.04.2025 ნახვები: 292

ჩვენს დელეგაციაში ერთი ადგილი თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება, ადგილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც 2008 წელს პუტინს დაუპირისპირდა, საქართველოს სუვერენიტეტი არ დათმო და ამ გამბედაობისთვის ის მეოთხე წელს ატარებს პოლიტიკურ პატიმრობაში, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე (EPP) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოკუჩავამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებმა გამძლეობა და გამბედაობა გამოავლინეს „კრემლის მიერ ორგანიზებული ტერორის წინააღმდეგ და საერთო ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“. მისივე თქმით, ევროპა ერთიანად უნდა იდგეს საერთო მტრის წინააღმდეგ.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ვებერს და თქვენ, ყველას თქვენი ლიდერობისთვის იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვაში, რომლებიც გვაკავშირებს და რომლებიც მთელ ევროპაში გამოცდას გადის. მაშინ, როდესაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ აგრესიულ ომს აწარმოებს, ის ჰიბრიდულ ომს ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სიამაყითა და პატივით წარმოვადგენ თქვენ წინაშე.

თუმცა, ჩვენს დელეგაციაში ერთი ადგილი თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება, ადგილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც თქვენს წინაშე იდგა და პუტინს დაუპირისპირდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის დროს და ევროპას პუტინის იმპერიალისტური განზრახვების შესახებ აფრთხილებდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე რუსული ტანკები უკრაინაში შეიჭრებოდნენ. ამ გამბედაობისთვის ის მეოთხე წელს ატარებს პოლიტიკურ პატიმრობაში, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი რეჟიმის პირობებში.

ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელიც ფართოდ იქნა აღიარებული, როგორც რუსეთის სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ამ განცხადებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. რეჟიმმა სასტიკი ძალადობითა და რეპრესიებით უპასუხა, რის შედეგადაც 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 50-ზე მეტი ადამიანი კვლავ პოლიტიკურ პატიმრობაში რჩება. რეჟიმი დაკავებულებს სისტემატურად არასათანადოდ ეპყრობოდა და აწამებდა, მიიღო დრაკონული კანონები, რომლებითაც გადაჭარბებულ ჯარიმებს აწესებს და დღესაც კი შეიჭრა აქტივისტების კერძო სახლებში შიშის დათესვისა და განსხვავებული აზრის გაჩუმების მიზნით.

და მაინც, ევროპის გული კვლავ ფეთქავს თბილისში, რადგან პროტესტი შეუჩერებლად გრძელდება 153 დღის განმავლობაში. ჩვენ, ქართველებმა, გამოვავლინეთ გამძლეობა და გამბედაობა კრემლის მიერ ორგანიზებული ტერორის წინააღმდეგ და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში. თუმცა, ევროპა ერთიანად უნდა იდგეს ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ გადამწყვეტი ქმედებებით შეიძლება იმ ადამიანის შეჩერება, რომელმაც ომი დააბრუნა ევროპის კონტინენტზე.

საქართველოს კონტექსტში, მოქმედება სანქციებს ნიშნავს. ინდივიდუალური, მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილისა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი მისი მეგობრების წინააღმდეგ. პუტინისტური რეჟიმები თვითკმაყოფილებით ხარობენ. ისინი დაყოფით იკვებებიან. ამიტომ, ევროპამ ერთიანობითა და გადამწყვეტი მოქმედებით უნდა იხელმძღვანელოს. ევროპა უნდა იყოს ლიდერი, ევროპა იქნება ლიდერი და ევროპის სახალხო პარტია კიდევ ერთხელ შეასრულებს თავის საქმეს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა