გოჩა მირცხულავა: "სად არის ის მილიონები, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის ჩაყარა აქ უამრავმა უცხოურმა ორგანიზაციამ თუ ფონდმა?!"
Zelensky says Trump and all leaders support his decision to meet with Putin in Türkiye
დონალდ ტუსკი - ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შედეგია
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში შიკრიბებიან
ანდრეი სიბიგა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე - ნამდვილი ლიდერი არავის და არაფრის უკან არ იმალება
Zelensky: “I’ll be waiting for Putin in Türkiye on Thursday. Personally”
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად დაველოდები
მსვლელობის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ

ზურაბ ცეცხლაძე - აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები ციხეებიდან გათავისუფლდნენ

11.05.2025 ნახვები: 255

აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტპატიმრები ციხეებიდან გათავისუფლდნენ , - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ „ინტერპრესნიუსს“ საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

ზურაბ ცეცხლაძე აშშ-ს სთხოვს, „ქართულ ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სწრაფად დაწესდეს სანქციები.

აქციის მონაწილეები აშშ-ს საელჩოს შენობის მიმართულებით აქცია-მსვლელობას გეგმავენ, სადაც სურთ ამერიკის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადონ.

„ერთადერთი, რაც მინდა ვთხოვო აშშ-ს, რაც შეიძლება მეტი, სწრაფი და ფართო მასშტაბის სანქცია დააწესონ ოლიგარქზე,ოლიგარქის ოჯახის წევრებზე, ოლიგარქის ბიზნეს პარტნიორებზე, ოლიგარქის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებზე. სადაც ოლიგარქის საცეცები ვრცელდება, სწრაფად გაავრცელონ სანქციები, ვიდრე ამ ქვეყანას რუსეთის მიმართულებით წაყვანის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა შეექმნება“,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები ძალიან მადლიერი არიან ამერიკის.

„როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, ყველაზე ძლიერი ქვეყანა გვერდში დაგვიდგა და ფაქტობრივად, ყველა პრობლემიდან გამოგვიყვანა, მისი კალთა გადაგვაფარა, უსაფრთხოება, ევროკავშირი შემოგვთავაზა, ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობა დაამყარა, პროგრამები დააფინანსა, ჭაობიდან ამოგვიყვანა, განვითარების გზაზე დაგვაყენა. 2008 წლის ომში მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ასეთი დახმარება არცერთ ეპოქაში, არავისგან მიგვიღია. ამიტომ, ამას დაფასება სჭირდება. გვინდა საელჩოსთან მივიდეთ და მადლობა ვუთხრათ. ვუთხრათ, რომ ძალიან მადლიერია ქართველი ერი, რომ დღეს ისევ ელოდება მათგან დახმარებას და რომ არ დაუშვებს რუსეთში წასვლას“,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

მან ამერიკის შეერთებულ შტატებს „მეგობარი აქტისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება „მეგობარ აქტს“, ეს არის ჩვენი გადარჩენის აქტი, რომ ქვეყანა არ წაათრიონ რუსეთის დამპალ იმპერიაში. ყველაზე ძლიერი, ყველაზე სისტემური, კანონიერი „მეგობარი აქტი“, რომელმაც უნდა გვიშველოს. ამისთვის ძალიან მადლიერი ვართ. ამ მადლიერების გამოსახატად მივდივართ საელჩოსთან“,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა