მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო რეფორმა, კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, წინ გადადგმული ნაბიჯია
ხატია დეკანოიძე - არ გამოვრიცხავ, რომ ამდენი თავხედური ნაბიჯის შემდეგ, ერთ დღესაც „ქართული ოცნება“ დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში
სოზარ სუბარი - ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ
გიგა ბოკერია - მინდა ვურჩიო ყველას, ვინც უტიფრობა გამოიჩინა, კარგად ჩახედოს მიშელის დოკუმენტს
ირაკლი კობახიძე - გუშინწინ გვარამიას სიზმრები ვიხილეთ, გუშინ - კეზერაშვილის, ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ და გახარიას კოალიცია შედგეს
ანა ნაცვლიშვილი - მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაც დადგება ტრიბუნასთან, მოყვება სადღეგრძელოებს და მითებს, რა კარგად ცხოვრობს ქვეყანა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 34 104 ტესტი ჩატარდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

APPR - 2020 წლის პოლიტიკური რეიტინგები

12.26.2020 | 16:04

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემია (APPR) აქვეყნებს  რეიტინგებს საქართველოში 2020 წლის პერსონებისა და მოვლენების შესახებ.  წინამდებარე რეიტინგი შედგენილია ქართველი ჟურნალისტების, ანალიტიკოსებისა და სოციოლოგების გამოკითხვის საფუძველზე. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 15-23 დეკემბერს.

აკადემია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი განწყობების მცოდნე - ყველაზე აქტიური ჯგუფის გამოკითხვის საფუძველზე შედგენილი რეიტინგი მაქსიმალურად ზუსტად ასახავს საზოგადოების დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესებისა თუ პერსონების მიმართ.

APPR-ის დირექტორის, გოჩა მირცხულავას განცხადებით, რეიტიგმა მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და პერსონებს, გააკეთონ ცალკეული დასკვნები საკუთარი სტრატეგიული თუ ტაქტიკური ამოცანების განსაზღვრისა და კორექტირებისთვის.

 

2020 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები:

 

1.     ბიძინა ივანიშვილი

2.     მიხეილ სააკაშვილი

3.     უჩა მამაცაშვილი

4.     ნიკა გვარამია

5.     გიორგი გახარია, ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი

 

2020 წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან:

 

1.     გიორგი გახარია

2.     კახა კალაძე

3.     ირაკლი კობახიძე

4.     ვახტანგ გომელაური

5.     არჩილ თალაკვაძე

 

2020 წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები ოპოზიციურ ფლანგზე:

 

1.     მიხეილ სააკაშვილი

2.     ნიკა მელია

3.     მამუკა ხაზარაძე

4.     გიგა ბოკერია

5.     გიგი უგულავა

 

2020 წლის ყველაზე გავლენიანი ანალიტიკოსები:

 

1.     გია ხუხაშვილი

2.     ხათუნა ლაგაზიძე

3.     ნოდარ ხარშილაძე

4.     გია ნოდია

5.     ვალერიან გორგილაძე

 

2020 წლის ყველაზე გავლენიანი მაუწყებლები:

 

1.     „იმედი"

2.     „მთავარი არხი"

3.     „რუსთავი 2"

4.     „ტვ პირველი"

5.     „ფორმულა"

 

2020 წლის მთავარი მოვლენები:

 

1.     პანდემია

2.     არჩევნები

3.     ოპოზიციის ერთობა

4.     ერთპარტიული პარლამენტი

5.     8 მარტის შეთანხმება

 

ხელისუფლების წარმატება 2020 წელს:

 

პანდემიის პირველი ეტაპის მართვა

 

ოპოზიციის წარმატება 2020 წელს:

 

ოპოზიციური ერთობა

 

ხელისუფლების წარუმატებლობა 2020 წელს:

 

პანდემიის მეორე ეტაპის მართვა; არჩევნები;

 

ოპოზიციის წარუმატებლობა 2020 წელს:

 

 არჩევნები

 

2020 წელს სახელმწიფოს ხუთი უმთავრესი პრობლემა:

 

1.     სუსტი სახელმწიფო ინსტუტიტები;

2.     სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა;

3.     სასამართლო ხელისუფლება;

4.     ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი;

5.     უპერსპექტივბის განცდა;

 

 

შენიშვნა: კითხვებში არ იყო განმარტებები და თითოეულ რესპოდენტს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი აღქმის საფუძველზე გაეცა სასურველი პასუხი. კითხვები რესპოდენტებისთვის გაგზავნილია წერილობითი სახით და პასუხებით მიღებულია ანალოგიური ფორმით.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემია არ ამხელს რესპონდენტების ვინაობას, თუმცა მათ აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში, საჯაროდ განაცხადონ გამოკითხვაში მონაწილეობის შესახებ.

ორი პასუხი (პერსონა, მოვლენა) მოცემულია პირველ და მეორე პასუხებს შორის ორხმიანი სხვაობით.

სულ შერჩეული რესპოდენტების რაოდენობა 150 (პარლამენტის წევრთა რაოდენობის შესაბამისად). აქტიური რესპოდენტების რაოდენობა - 115. გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიიღო 35-მა სავარაუდო რესპოდენტმა, რომელთაც აკადემიამ კითხვებზე პასუხების გაცემის თხოვნით მიმართა.

გამოკითხვის ჩასატარებლად და რეიტინგის შესადგენად ფინანსური ხარჯები არ გაწეულა.

APPR პერიოდულად შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის რეიტინგებსა და გამოკითხვას საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.

 

მასალის გამოყენებისას გთხოვთ მიუთითოთ წყარო:

კონტაქტი: 595 464644

gochamir@gmail.com

info@nation.ge