სალომე ზურაბიშვილი - ვამაყობ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით
War update: 122 combat clashes on front lines in past day
Air Force showed how Russian Iskanders hit Ukrainian models
Russian army loses another 1,210 soldiers in Ukraine over past day
Russia keeps one Kalibr carrier in Black Sea
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
პირი, რომელმაც თელავში ორი ადამიანი მოკლა პოლიციამ დააკავა
Russia reports massive drone attack on Briansk region

ZEG - Tbilisi Storytelling Festival

06.11.2024 | 15:35 ნახვები: 267

 

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს, 21-23 ივნისს ჩატარდება თბილისში.

ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვთ მსოფლიოსა, თუ პირად საქმიანობაში მომხდარი გამორჩეული, საინტერესო ამბები. წელს ZEG-ზე დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

 

ZEG-ზე მომხსენებელთა სია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი მიიღებს. წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი მომხსენებელი,  მათ შორის არიან: მარია რესა, ნობელიის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; გარი შტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაო ნგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; მოლი კრაბაპლი, არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყო ნომინირებული; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; ადამ პინკუსი, კინოპროდიუსერი და კრეატიული ხელმძღვანელი, Emmy-ს, Webby-ს, და Cannes Lion-ის ჯილდოების მფლობელი; და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

 

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor's.

 

ბილეთები: tkt.ge/ZEG

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: Webpage,  LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube

სიახლეებისთვის, გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up                   

ყველას ნახვა
ყველას ნახვა