Russia reports massive drone attack on Briansk region
Channel for importing counterfeit medicines from Russia and Belarus to Ukraine was eliminated in Volyn region Channel for importing counterfeit medicines from Russia and Belarus to Ukraine was eliminated in Volyn region
Ukraine, Poland agree to develop railway services
Russia does not want talks: ISW analyzed Kremlin's statements about Ukraine and Zelensky
Enemy submarine is in Black Sea - Pletenchuk
Ex-MP Farion's murder suspect pleads not guilty
.S. has already provided $82B in aid to Ukraine - Under Secretary of Commerce Lago
Zelensky hears two reports by CinC Syrskyi on situation in Pokrovsk sector

კეთროვანი „ტრიუკაჩი“ - „ოცნება“ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს

05.22.2024 | 12:18 ნახვები: 2223

როგორც ცნობილია ერთ-ერთი ამერიკელი სენატორის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს დიდ შეღავათებს საქართველოსთვის იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ გაიწვევს რუსულ კანონს.

მართალია, ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის ინიციატივაა, რომლის რეალიზებაც მართლაც ბუნდოვანია, თანაც ქოცებმა ეს შეთავაზება ქედმაღლურად უარყვეს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მიდგომა არსებობს.

და ეს უკიდურესად არასწორია.

„ქართულმა ოცნებამ“ აგენტების კანონზე უარიც რომ განაცხადოს, ამის სანაცვლოდ მან არაფერი არ უნდა მიიღოს - არც ახალი შეღავათები და არც ის 2 მლრდ. რომლისთვისაც მთელი ეს ცივი სამოქალაქო ომი გაჩაღდა..

რადგანაც დღეს ბიძინასთან რაიმე ტიპის გარიგებაზე წასვლა ნიშნავს შანტაჟზე წამოგებას. ერთხელ ეს ბრიუსელმა უკვე გააკეთა  - დეკემბერში საქართველომ სრულიად დაუმსახურებლად მიიღო კანდიდატის სტატუსი და ივანიშვილის დაავადებულ გონებაში გაიელვა აზრმა - აჰა, ანუ, შანტაჟი მოსულა? შესაძლებელია აიყვანო მძევლად საკუთარი ქვეყანა და ეს მეთოდი ჭრის?

მართალია, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა საქართველოს მიერ ათწლეულების მანძილზე განვლილი გზა და დასავლური ორიენტაციის გამო გაღებული მსხვერპლი, თუმცა, ავადმყოფური ქოცური ლოგიკით ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - თუ ძალიან „გაატრაკე“ - გაგივა.

ამ მიდგომამ არ გაამართლა - ბიძინას თავში აუვარდა და ჩვენ მივიღეთ ძალადობრივი რეჟიმის სულ სხვა დონეზე გადასვლა.

არ უნდა მიეცა ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. არ უნდა გადაეხვია თავისი პოზიციიდან - ან ასრულებთ 12 პუნქტს, ან ევროპას მხოლოდ რუკაზე ნახავთ.

თუმცა, შეცდომის უფლება ყველას აქვს, მათ შორის ევროკავშირს. დღეს ეს შეცდომა არ უნდა გამეორდეს. დასავლეთმა მკვეთრად და გასაგებად უნდა უჩვენოს „ქართულ ოცნებას“ მისი ადგილი მსოფლიო რუკაზე.

იმის მიუხედავად, რას მოიმოქმედებს ქოცობა და რით დასრულდება ამჟამინდელი ესკალაცია, ბიძინას და მის მოსამსახურე პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეპატიოს ის, რასაც ისინი დღეს აკეთებენ.

„ოცნება“ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. ისე მძიმედ, რომ ნათელი და გასაგები იყოს, რამდენად არანორმალურია ვითარება, როდესაც სუსტი და განუვითარებელი ქვეყანა ელაპარაკება მსოფლიოს უძლიერეს ცივილიზაციას ისეთი ენით და ისეთი ლექსიკით, რომლებსაც პუტინი და ამხანაგი სი ცზიანპინი არ კადრულობენ.

„გლობალური ომის პარტია“, „ევროკავშირს ჩვენთან მეორე ფრონტის გახსნა უნდა“, „ევროპარლამენტის განცხადებას ჩალის ფასი აქვს“, „ვენეციის კომისია პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ იმყოფება“ და ათასი სხვა შედევრი რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვისმენთ - ეს ყველაფერი ამ დაავადებულებს უნდა ეპატიოს და შერჩეს? და მერე ძველებურად იგრიალონ ევროპა-ამერიკაში, ვითომც არაფერი არ მოხვდა?

ეს იქნება სამართლიანი? არა, მეგობრებო, ეს არ იქნება სამართლიანი.

სამართლიანი იქნება ყველანაირი სახელმწიფო პროექტების დაფინანსების შეჩერება - მერე შევხედოთ რით ააშენებენ თავიანთ გზებს და ხიდებს, რომლებითაც აგვიდუღა ტვინი ოფიციალურმა პროპაგანდამ.

ვერც ერთი ქოცი, რომელსაც აქვს დამლაგებელზე მაღალი პოზიცია ვერასდროს ვერ უნდა მოხვდეს ევროპაში, ვერც მათი შვილები და ვინც უკვე დასავლეთშია - უნდა გამოაძუნძულონ.

რა ჯანდაბა უნდა ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ უნივერსიტეტში - პენსილვანიაში? ლგბტ-პროპაგანდა არ აწუხებს?

ამ დღეებში რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ყურმოჭრილი მსახური - განათლების მინისტრი - იმყოფება ლონდონში - საერთაშორისო კონფერენციაზე. სურათებს იღებს კეთილშობილ ევროპელ მასწავლებლებთან..

ალოოო, ევროპა!!! კარგად ხართ მანდ? რა ამილახვარი, რი ამილახვარი, ვის ესალმებით, ვისთან იღებთ სურათებს, ცოტა დაფიქრდით!!

არა აქვს მნიშვნელობა რას გადაწყვეტს ოცნება აგენტების კანონზე. ის კეთროვანია, და სამუდამოდ უნდა დარჩეს კეთროვანი....

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ ყველაფერო ძველ კალაპოტში დაბრუნდა და ისევ „მოსულა“ - დაელოდეთ ტრიუკების შემდეგ სერიებს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა