Russia reports massive drone attack on Briansk region
Channel for importing counterfeit medicines from Russia and Belarus to Ukraine was eliminated in Volyn region Channel for importing counterfeit medicines from Russia and Belarus to Ukraine was eliminated in Volyn region
Ukraine, Poland agree to develop railway services
Russia does not want talks: ISW analyzed Kremlin's statements about Ukraine and Zelensky
Enemy submarine is in Black Sea - Pletenchuk
Ex-MP Farion's murder suspect pleads not guilty
.S. has already provided $82B in aid to Ukraine - Under Secretary of Commerce Lago
Zelensky hears two reports by CinC Syrskyi on situation in Pokrovsk sector

თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით

06.09.2024 | 17:09 ნახვები: 1007

შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, - ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა ხალხების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში ვიზიტის მყოფ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ უმასპინძლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა