თინა ბოკუჩავა - მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის, ეს მაძლიერებს
Massive Russian strike on Kyiv: death toll rises to 9, total casualties reach 63
Zelensky reminds of 2018 Crimea Declaration amid U.S. statements
Important meetings in London help coordinate positions – Sybiha
Umerov in London: only consolidated position can force Russia to stop war
War update: 124 combat clashes on frontline since day-start, Pokrovsk sector remains hottest spot
Trump calls Ukraine’s refusal to recognize Russian occupation of Crimea “harmful”
რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი - თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თვითმფრინავები იფრენენ

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები სასამართლომ 5 000, 2 500 და 2 400 ლარით დააჯარიმა

22.05.2024 ნახვები: 368

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხოტა ხნის წინ დასრულდა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების კიდევ ერთი მონაწილის, გიორგი დუმბაძის პროცესი. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მას 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აქტივისტს 24 აპრილს, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებიან.

"24-ში განვითარდა მოვლენები... პოლიციის მხრიდან არა თუ წინააღმდეგობა, პირიქით, გზა გაგვითავისუფლეს, რომ გადავსულიყავით გზის სავალ ნაწილზე, აღვნიშნეთ ყველაფერი, რომ იქ ორგანიზატორები არავინ ყოფილა, ხალხს მოწოდება არ დასჭირვებია იმისთვის, რომ გზის სავალ ნაწილზე გადავსულიყავით, რომ გზის სავალი ნაწილის დაკეტვა ჩვენთვის არ იყო პრიორიტეტი, ეს იყო უბრალოდ საშუალება იმისთვის, რომ მარშით წავსულიყავით", - ამბობს აქტივისტი "ფორმულასთან".

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლუკა ღვინიაშვილის, ფოტორეპორტიორის საქმის განხილვა, რომელიც 2 500 ლარით დააჯარიმეს, დიმიტრი იოსელიანსა და ნიკოლოზ ალხაზაშვილს კი 2 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში კიდევ 36 პირის საქმეზე შევიდა შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა