სალომე ზურაბიშვილი - ვამაყობ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით
War update: 122 combat clashes on front lines in past day
Air Force showed how Russian Iskanders hit Ukrainian models
Russian army loses another 1,210 soldiers in Ukraine over past day
Russia keeps one Kalibr carrier in Black Sea
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
პირი, რომელმაც თელავში ორი ადამიანი მოკლა პოლიციამ დააკავა
Russia reports massive drone attack on Briansk region

მიხეილ სააკაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები

05.22.2024 | 15:09 ნახვები: 303

მთავრობას წინასწარ გამოცხადებული აქვს, რომ ისინი არჩევნებს აყალბებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების|“ ხელისუფლება უნდა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, რომელიც იქნება გარდამავალი და საერთაშორისო კონტროლის ქვეშ.

„ამისთვის ჩვენ ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მანამდე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საარჩევნო ცვლილება ვაიძულოთ, საერთოდ ვაიძულოთ ეს მთავრობა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, ტექნიკურმა, გარდამავალმა, რომელიც იქნება საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, რომლის ასე თავიდან აცილება უნდა ოლიგარქს და მის ბანდას. ახლა ყველა ადამიანისთვის დგება სიმართლის მომენტი. ხვალ და ზეგ თუ ისევ გავაგრძელებთ განსხვავებებზე ლაპარაკს, თუ ისევ გავაგრძელებთ: „იმასთან არ შევჭამ, იმასთან არ დავჯდები, იმასთან არ ვილაპარაკებ და ერთად არ ვიბრძოლებ“, მაშინ რა დაგვრჩება? მაშინ აღარაფერი აღარ ვიქნებით. ყველა სათითაოდ განადგურდება და გაცამტვერდება. ნუთუ ამის გაგება ასე ძნელია? ჯერ ვართ ბრძოლის საწყის ეტაპზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მძლავრი გამოღვიძება არის საქართველოში.

„დიდი ძალის გამოღვიძება ხდება. მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდები უკვე ლიდერები არიან. უნდა შეეგუოს ყველა, რომ მათ უნდა მისცენ საშუალება, წინ გამოვიდნენ. მათ უნდა მივცეთ საშუალება, პირდაპირ ელაპარაკონ საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენ დავეხმარებით რჩევებით, მათ შორის ჩვენს შეცდომებზე, ჩვენს მიღწევებზე საუბრებით, მაგრამ საბოლოოდ, ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ახლა ლუციფერი, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, გვყოფს, მაგრამ ერობით გაგვაძლიერებს და გაგვამარჯვებინებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ერთობისკენ გზას ვიპოვით. ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი დავთმო და ყველაფერს შევუწყო ხელი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი სიცოცხლე დავთმე ამ ერთობისთვის და იმისთვის, რომ მოძრაობა დაწყებულიყო. ნათლად ვხედავდით, სად მიათრევდნენ საქართველოს და რას გვიპირებდნენ, ამაზე ვსაუბრობ ამდენი წელია. კარგით, ვიღაცას არ უნდოდა სააკაშვილის მოსმენა და დღესაც არ უნდა, თქვენ ვისი მოსმენა გინდათ? თქვენ მიაწვდინეთ დანარჩენებს ხმა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას! დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე! შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა - ყველამ გამოიღვიძა, ყველა ადგა ფეხზე! ისე კარგად უყურებს ახალგაზრდობა, ისე მაგრად მსჯელობს, ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, ამდენი წიგნიერი და ბრძოლისუნარიანი ერთდროულად, მე ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა - მართლა ყოჩაღ, გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო, მაგრამ ყველა დანარჩენებმა უნდა ავუბათ მხარი! - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, თაობებად დაყოფა არ უნდა მოხდეს. მისივე აზრით, რუსულ რეჟიმს ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა უნდა დაუპირისპირდეს.

„[ამბობენ] აი, ახალგაზრდები იტყვიან თავის სიტყვას - ჩვენ რატომ არ უნდა ვთქვათ, ჩვენი სიტყვა? - ჩვენ, იმ ხალხმა, ვისაც ამდენი გამოცდილება გვქონდა? ნუთუ ისე დაგვამდაბლა საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ, რომ ახლა, პრაქტიკულად დამბლადაცემულებმა უნდა ვუყუროთ საქართველოს განადგურებას?

რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე, სადაც ახალგაზრდობა დგას, უნდა იყოს ზუსტად ის, რაც მოხდა, როდესაც 300 000 ადამიანი გამოვიდა - ე.ი ყველა თაობის ადამიანები გამოვიდნენ. ჩვენ ხომ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ ახლა. ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე, შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, გარდამავალი, ერთწლიანი, ორწლიანი და მერე ვარჩიოთ ჩვენი პარტიული განსხვავებები. მანამდე, ყველამ გავითავისოთ ეს საფრთხე - გაქანებული მივექანებით სრულ კატასტროფამდე! გაქანებული მივექანებით საქართველოს მოსპობამდე, ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ განადგურებამდე - მისი ძალიან ბევრი მკვიდრის და მოქალაქის.

ჩვენ პარტიულ პლატფორმას, როცა იქნება, სახელად უნდა ერქვას ევროპა და არა, პარტიული პროგრამები. რუსულ რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა. ერთობა - “ძალა ერთობაშია“, ჩემი ხელით დავაწერე მაშინ საქართველოს გერბს. ისევე როგორც ავაფრიალეთ ხუთჯვრიანი დროშა. ისევე როგორც “ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა“, ჩემი ხელით ჩავწერე საქართველოს ჰიმნის ტექსტში იმიტომ, რომ პროექტში ეს არ იყო. უფრო სწორად, ეს კი არა - “თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას, დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“. სიტყვა „თავისუფლება“ ჩემი ხელთ ჩავწერე. თავისუფლება არის ჩვენი ეროვნული კოდი, ჩვენი არსი. როდესაც მე დავბრუნდი საქართველოში, სწორედ ამ განცდით დავბრუნდი. რამდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. მე მქონდა [მოსაზრება], რომ თუ სხვა აღარავინ იცავს ამ ქვეყანას, მე შევწირავ თავს და იქნებ, რაღაცამ მაინც გამოაღვიძოს.

ახლა, რაღაცა კი, არა ყველამ გამოიღვიძა! ყველა ადგა ფეხზე! ისე კარგად უყურებს ახალგაზრდობა, ისე მაგრად მსჯელობს, ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, ამდენი წიგნიერი და ბრძოლისუნარიანი ერთდროულად, მე, ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა. მართლა ყოჩაღ! გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო, მაგრამ ყველა დანარჩენებმა უნდა ავუბათ მხარი. ამიტომ, ჩვენი კავშირი თავისუფალ სამყაროსთან ვერანაირად ვერ იქნება გაწყვეტილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა