სალომე სამადაშვილი - სენატორების წერილი განგაშის ზარია
საპატრიარქო - წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია
ამინდი 27 აპრილს
14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა

მიხეილ სააკაშვილი - წვრილმანებზე კამათიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე

03.27.2024 | 12:28 ნახვები: 259

ახლა დრო აღარ არის წვრილმან საკითხებზე კამათის. უნდა გადავიდეთ საქმეზე. ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ხუთპროცენტიან ბარიერს. „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების პლატფორმას მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დღეს საქართველოს ძალიან უჭირს.

„მთავარი უბედურება არის ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ არ არის ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ ყველაფრის კეთება,  მთავარია, ის ერთი კაცი იყოს ბედნიერი. მე რომ ანგარიშვალდებული ვიყავი, იმიტომ გადავდექი, რათა ქვეყნის ინტერესები წამომეწია წინ. დღეს საქართველოს ძალიან უჭირს. მაშინ უფრო მეტი ხალხი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა. ახლა დრო აღარ არის წვრილმან საკითხებზე კამათის. უნდა გადავიდეთ საქმეზე. ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ხუთპროცენტიან ბარიერს, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა და გამარჯვება. მინდა, ვთქვა, რა მოხდება ამის შემდეგს, რადგან გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ, რადგან ეს არის არაადამიანური. ჩვენ მთლიანად გავანულებთ სესხებს. მეორე იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება და მესამე იქნება ბიზნესსტიმულირების ფონდის შექმნა. ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას. მეოთხე კანონი იქნება რომ არ იყოს გადახურდავებები, სპეკულაციები, ხალხი აგზავნის ფულს და ყველა ვალუტა უნდა იქნას გამოყენებული. ასევე, ყველა მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნებათ მათი გამოსყიდვის შეღავათიანი პირობები, ნულ პროცენტზე დავა აგრარული სესხების პროცენტი. შემდეგი კანონი იქნება ამნისტია, სააკაშვილისთვის არ კეთდება ეს. მოსამართლეებო, როცა ასამართლებთ ადამიანს ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის. ამ ადამიანებს უნდა მივცეთ ახალი დაწყების შანსი. მილიონებს ვინც იპარავს, მათ არავინ ეხება და ჩვენ ეს კარგად ვიცით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა