აშშ-ში TikTok-ი გაითიშა
დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება
სალომე ზურაბიშვილი - აქციის მონაწილეების გატაცება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა
ჯო უილსონი - ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი ასადის მეზობლები გახდებიან მოსკოვში
მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა
ჯო უილსონი - მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი
ნიკა მელია - სეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია
ლევან იოსელიანი - რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსები უტევენ უკრაინას, სწორედ რუსეთი ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას

01.03.2024 ნახვები: 370

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნი ამბობს, რომ დასავლეთმა 1938 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ 1938 წლის სექტემბერში განვითარებული მოვლენების გამეორება, როდესაც ჩეხოსლოვაკიის დათმობა მოხდა „ეფემერული მშვიდობისთვის. ჩვენი მიზანია, რუსეთმა წააგოს ისე, რომ მას არ ვეომოთ და ამის ფარგლებში არცერთი ნაბიჯის გამორიცხვა არ შეიძლება“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ამ განცხადებით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ესკალაციაში დადანაშაულება შეუსაბამოა.

„ის, ვინც ახლა ესკალაციას უწყობს ხელს, არის რუსეთი. რუსები უტევენ უკრაინას. სწორედ რუსეთი ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას“,- აღნიშნა მან.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპელებმა კარგად უნდა გაიაზრონ ომში რუსეთის გამარჯვების შედეგები. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მილიონობით უკრაინელი ჩავა ევროპაში, რუსეთი კი მარცვლეულის ექსპორტში წამყვანი იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა