სალომე ზურაბიშვილი - ვამაყობ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით
War update: 122 combat clashes on front lines in past day
Air Force showed how Russian Iskanders hit Ukrainian models
Russian army loses another 1,210 soldiers in Ukraine over past day
Russia keeps one Kalibr carrier in Black Sea
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
პირი, რომელმაც თელავში ორი ადამიანი მოკლა პოლიციამ დააკავა
Russia reports massive drone attack on Briansk region

მამუკა მდინარაძე - უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა - ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, ძალიან გვაინტერესებს!

03.01.2024 | 17:41 ნახვები: 320

უფლებების დაცვა არის ის საკითხი, რის ამოფარებასაც ცდილობენ, რომ შემდეგ პროპაგანდას მიჰყონ ხელი, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა - ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, ძალიან გვაინტერესებს! - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ლგბტქ თემთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომელზეც უმრავლესობა მუშაობას იწყებს და 2 კვირის ვადაში პარლამენტში წარმოდგენას გეგმავს.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება მანამდე „ალტ ინფოს“ მიერ ამ საკითხებზე პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივიდან რაიმეს გაზიარება, მდინარაძე აცხადებს, რომ წარსულში რა ინიციატივებიც იყო, არც ერთს არ განიხილავენ და „სუფთა ფურცლიდან“ იწყებენ.

მისივე თქმით „უფლებებსა და პროპაგანდას შორის მკაფიო ზღვარის გავლება მარტივი არ არის“, თუმცა, რა არის მისი ხედვით პროპაგანდა და როგორ განსაზღვრავს მას კანონი, არ აკონკრეტებს და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მას არც ის დაუკონკრეტებია, მმართველი გუნდის ხედვით პრაიდი ექცევა უფლებების თუ პროპაგანდის ნაწილში.

„ჩვენი პრინციპული პოზიცია მდგომარეობას იმაში, რომ ჩვენი მომავალი თაობა დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას. უფლებების დაცვა არის ის საკითხი, რომელიც უბრალოდ გამოიყენება, რის ამოფარებასაც ცდილობენ შემდეგ იმისათვის, რომ პროპაგანდას მიჰყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა. მარტივი ამბავია - უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა ყველა ადამიანის, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ხოლო პროპაგანდა არის მიუღებელი რამ, რომელმაც შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია, ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ ამ არაჯანსაღ პროპაგანდას ესეც მიდგომაა, მაგრამ გამწვავებულ პრობლემას უფრო ხისტი პოზიციით უნდა დავუპირისპირდეთ, რაც გულისხმობს კანონმდებლობაზე მუშაობას. უკვე მეორე დღეა რაც ეს გავახმოვანეთ და ჩვენი ოპონენტებისგან ვერ ვიღებთ პრინციპულ პოზიციას, საჭიროა თუ არა დავუპირისპირდეთ ამ მავნე პროპაგანდას. ამოეფარნენ რამდენიმე ჟურნალისტს და აქა იქ ჩანს ბუნდოვნად ადამიანები, რომლებიც ჩემს შარშანდელ პოზიციას იღებენ და კითხულობენ, წელს რატომ შევცვალეთ პოზიცია. იმიტომ შევცვალეთ, რომ წელს უფრო მძაფრი პრობლემის წინაშე დავდექით, ოფიციალურ სტრუქტურებში შეაღწია ასეთმა მოთხოვნამ, მასშტაბი უფრო გაიზარდა, ხელოვნებაში, შემოქმედებაში ცდილობენ დააინტეგრირონ ასეთი საკითხების პროპაგანდირება. გამოწვევა არის უფრო მძაფრი, გადაწყვეტილებაც არის უფრო მძაფრი. უფლებებს ნურავის ამოეფარება, ნურავინ გაბედავს ევროპულ თემას დაუკავშიროს და ა.შ. ვიღაცები ამბობენ, რომ რა გოიმობაა ამაზე საუბარი, გოიმობა იცით რა არის? - ფსევდოლიბერალურ ტრენდს რომ აჰყვები გათვითცნობიერების და სიღრმეებში ჩასვლის გარეშე, მხოლოდ მოდურობის გამო რომ პოზას იჭერ. ყველას ვთხოვ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, ამ საკითხში არიან ჩვენი ანუ ქართული მომავლის მხარეს, თუ შეფარვით, არგუმენტების მოგონებით ემიჯნებიან ამ თემას. ამ თემას ისინი ასე აშკარად ვერ დაუპირისპირდებიან, რადგან გაცილებით ხელის გულზე ჩანს და გაცილებით ცნობილი პრობლემაა საზოგადოებისთვის. ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას ძალიან გვაინტერესებს! საფრთხე რეალურია და აისახება მომავალ თაობაზე. აქედან გამომდინარე თუ არ გავმიჯნავთ უფლებების დაცვას (რაც კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიტანოთ) პროპაგანდისგან, ეს საფრთხე კიდევ უფრო მძაფრი იქნება. ამიტომ ისინი ვერ გაბედავენ ამას და ოპონენტები ამიტომ ცდილობენ სხვადასხვა წყაროების მეშვეობით გააპროტესტონ და მოსინჯონ.

ძირითადად აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებზე და სხვა საკითხებზე ჩაღრმავებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვუპირისპირდებით პროპაგანდას და არა ამ თემის წარმომადგენლებს. ჩვენ მათ დავიცავთ. ერთი მხრივ, რაღაც რისკები დღესაც არსებობს, რომ ამ თემასთან ასეთი ხისტი დამოკიდებულება რადიკალებისთვის სამიზნე გახდეს, მაგრამ ჩვენ აქაც სწორად უნდა გავიაროთ, ოქროს შუალედი მოვძებნოთ და ისე მოვარგოთ თითოეული ნორმა რეალურ მიზანს,რომ ვერც ერთმა რადიკალმა, ვერც რადიკალური კონსერვატიზმის ან ლიბერალიზმის მიმდევარმა ვერ ისარგებლოს. არათუ აგრესიის მსხვერპლი გახდეს რომელიმე ადამიანი, პირიქით, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ უფლებების დაცვის ხარისხი მაღალ რეგისტრში, "ლეველზე" ავიდეს, მაგრამ გამოირიცხოს ლგბტ პროპაგანდის შესაძლებლობა”, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა