President: Every media story about Russia's circumvention of sanctions limits Putin's terror
19 საათზე "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქცია გაიმართება
ამინდი 28 აპრილს
ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გამართა
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M

2024 წლის იანვარში ავტომობილების იმპორტი 48.1%-ით შემცირდა

02.19.2024 | 13:52 ნახვები: 356

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 48.1%-ით შემცირდა. შემცირებულია ექსპორტის ზრდის ტემპიც და 2024 წლის იანვარში 7.4% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები კვლავ ექსპორტ-იმპორტის სიის სათავეშია, კლების ტენდენცია პანდემიის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

იმპორტის კლების ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა 2024 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას უკავშირდებოდეს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ვერ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტიც ევრო 5 ნორმას ვერ აკმაყოფილებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ავტომობილების იმპორტზე სანქციებია.

სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში იანვრის 1 მილიარდიან იმპორტში ავტომობილების წილი 10.1% იყო. ჯამში ქვეყანაში 101.4 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები შემოვიდა.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც იანვარში საქართველომ ავტომობილები იყიდა:

  1. აშშ - $61.2 მლნ (4 722 ერთეული); კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 63.7%;
  2. იაპონია - $13.1 მლნ (634 ერთეული); კლება 159%;
  3. გერმანია - $11.09 მლნ (459 ერთეული); ზრდა 95.4%;
  4. ჩინეთი - $2.1 მლნ (176 ერთეული); ზრდა 124%;
  5. სამხრეთ კორეა - $1.7 მლნ (153 ერთეული); კლება 13.9%;
  6. გაერთიანებული სამეფო - $1.5 მლნ (20 ერთეული); ზრდა 4.2%;
  7. იტალია -$1.3 მლნ (25 ერთეული); კლება 11.7%;
  8. ფინეთი - $1.1 მლნ (77 ერთეული); ზრდა 19%;
  9. რუმინეთი - $1.1 მლნ (75 ერთეული); ზრდა 19%;
  10. თურქეთი - $1 მლნ (21 ერთეული); კლება 79.5%.

 

რაც შეეხება ექსპორტს, რომელიც იანვარში $338 მილიონზე მეტი იყო, საიდანაც 112 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები იყო. ავტომობილების ექსპორტი გასული წლის იანვრის მაჩვენებელს 7.4%-ით აღემატება. ამგვარად საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ავტომობილების რეექსპორტრმა 33.1%-ით პირველი ადგილი დაიკავა. საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. ყირგიზეთი - $45,303 მლნ (1 317 ერთეული);
  2. ყაზახეთი - $33,944 მლნ (2 419 ერთეული);
  3. აზერბაიჯანი - $17,494 მლნ (847 ერთეული);
  4. სომხეთი - $9,399 მლნ (591 ერთეული);
  5. ტაჯიკეთი - $2,108 მლნ (120 ერთეული).

აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში, საქართველო შეუერთდა სანქციებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. გასულ წელის იანვარში კი, საქართველოდან რუსეთში რეექსპორტზე 7 მლნ-ს ავტომობილები გადაიყიდა.

ამასთან, იაპონიიდან შემცირებული იმპორტის მიზეზი შესაძლოა, წითელი ზღვის კრიზისიც იყოს, რომლის გამოც, აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო საშუალოდ 15 დღით, ხოლო ტარიფები 400%-ით გაიზარდა.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა