ლელა ჯეჯელავა: „ოცნება" ისე იქცევა, არჩევნებამდე ვერ მიაღწევს
სახალხო დამცველი - ადამიანების დევნა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა
შსს-მ აქციებში მონაწილე 6 პირი დააკავა
War update: 146 combat clashes reported, pressure highest on Avdiivka axis
უკრაინელებმა 20-დან 17 დრონი გაანადგურეს
Ukraine takes down 17 of 20 Russian kamikaze drones

პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“

04.27.2024 | 12:43 ნახვები: 259

კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს არა საქართველოს ინტერესების დაცვას, არამედ საქართველოს ქართველებისგან დაცლის მხარდაჭერას და ყველაზე მთავარი, ყველამ იცოდეს, რომ „ქართული ოცნების“ 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს: „კი რუსულ კანონს, არა ევროპას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლების 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მხარს უჭერ და მოგწონს „სიღარიბე, უმუშევრობა და მაღალი ფასები, რომელიც ქვეყანაშია“.

„მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ: ხელისუფლების 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მხარს უჭერ და მოგწონს ის სიღარიბე, უმუშევრობა და მაღალი ფასები, რომელიც ქვეყანაშია.

შენ მოგწონს ის, რომ მხოლოდ 2023 წელს 163 000 ქართველი ანუ ერთი ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობის ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან და 52 000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა?

ამ კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს არა საქართველოს ინტერესების დაცვას, არამედ საქართველოს ქართველებისგან დაცლის მხარდაჭერას და ყველაზე მთავარი, ყველამ იცოდეს, რომ „ქართული ოცნების“ 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს - „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“, რაც საქართველოს და ჩვენი უკეთესი მომავლის წინააღმდეგ წასვლაა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა