მამუკა მდინარაძე - დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს - უნდა გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება
მამუკა მდინარაძე - ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას
მედია - რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ
ემანუელ მაკრონის განცხადებით, მზადაა, საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ დებატები გახსნას
მეუფე იაკობი - ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ
Ukraine will be able to stabilize frontlines in coming months - ISW
Russia loses 1,096 more soldiers in Ukraine
Ukrainian air defenders shoot down five drones overnight

საზოგადოებრივი მაუწყებელი - მეტი ფინანსები მეტი კორუფციისთვის

12.05.2023 | 10:05 ნახვები: 1406

როდესაც საზმაუს დაფინანსებასთან დაკავშირებით თავად თანამშრომლებში და არა საზოგადოებაში, ერთგვარი გულისწყრომა საჯაროდ გამოითქვა, რაშიც აშკარად იკითხებოდა ხელისუფლების და პირველ რიგში მმართველი პარტიის დაშანტჟების მცდელობა, მიზანშეწონილად მიმაჩნია კონკრეტულ მასალებზე დაყრდნობით, რამდენიმე მოსაზრება გავაჟღერო.

წელიწადზე მეტია, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ვაკვირდები და ვსწავლობ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის პოლიტიკას. რადგანაც კვლევა ჯერაც გრძელდება და ის არ წარმოადგენს პირადად ჩემს საკუთრებას, დამკვეთებთან შეთანხმებით გამოვიყენებ რამდენიმე ნიუანს და მის სიღრმეებში არ ჩავალ. აქვე განვმარტავ, რომ ინფორმაციას კვლევისთვის ვიღებთ უშუალოდ საზმაუს თანამშრომლებისა (მოქმედი და ყოფილი) და შემხებლობაში მყოფი პირებისგან, კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

რადგან კვლევა მოიცავს საზმაუს სხვადასხვა მიმართულებებს, მე მხოლოდ რამდენიმეზე შევაჩერებ ყურადღებას.

უმთავრესი, რაც საზმაუს საქმიანობაში - წარმოებულ პოლიტიკაში იკვეთება არის კორუფცია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შეგნებულად ვუვლით გვერდს კონკრეტული ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობას, რაც სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა, აქ საუბარია გავლენის კორუფციაზე. თუმცა ფაქტების შეჯერებით ფინანსური კორუფციის უამრავ ინდიკაციასთან გვაქვს საქმე, რაც ნამდვილად საჭიროებს შესაბამისი სამსახურების დაინტერესებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის - გადასახადის გადამხდელების ფინანსებით სარგებლობს, მიუხედავად საქართველოს პარლამენტის დაჟინებული მოთხოვნისა, მუდმივად არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს - საშტატო განრიგსა და სხვა დოკუმენტაციას უმალავს (!) საკანონმდებლო ორგანოსა და კანონმდებლებს. ამის მიზეზად, პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში საზმაუს სხვადასხვა რგოლის ხელმძღვანელების გავლენები სახელდება.

საზმაუს ცალკეული თანამშრომლები (ზედა რგოლი) ხელისუფლებიდან საკადრო იძულებაზეც საუბრობენ, ამავდროულად ისინი ვერ ასახელებენ კონკრეტულ მაიძულებელ პერსონებს. მოძიებული წყაროების მიხედვით, ხელისუფლება უშუალოდ არ ერევა საშუალო და ქვედა რგოლის საკადრო საკითხებში. ზედა რგოლში კი მისი ინტერესის სფეროს, მხოლოდ საინფორმაციო მიმართულება წარმოადგენს. შესაბამისად, მუდმივი აპელირება იმაზე, რომ რაღაცას „ზემოდან“ ითხოვენ, საზმაუში ფორმირებული კლანისა და კონკრეტული პერსონების ინტერესების რეალიზებას ემსახურება.  ახდენს თუ არა ეს გარემოება ნეგატიურ გავლენას ხელისუფლების იმიჯზე, ეს ხელისუფლების ფიქრისა და  განსჯის საკითხია.

როგორც ირკვევა საზმაუში ტრადიციადაა ქცეული ე.წ. საკადრო მიწერები - რაც ასევე გავლენის კორუფციის გამოვლინებაა. კვლევაში ჩართული პირები საუბრობენ მკვდარ და ნახევრად მკვდარ სულებზე. ანუ ადამიანებზე, რომლებსაც ხელფასს არაფერში უხდიან, ან შესაძლოა, ხელფასის ნაწილს პროტექციონისტები იჯიბავენ, უკეთეს შემთხვევაში უყოფენ მიწერილ პირებს (კვლევაში მონაწილეთა ვარაუდები. ამავდროულად წარმოდგენილია ასეთი ხასიათის „ვარაუდის“ ათზე მეტი შემთხვევა).

უფრო ნათელია სურათი ნახევრად მკვდრებთან/ნახევრად ცოცხლებთან მიმართებაში, რისი დემონსტრირებაც განსაკუთრებით ადვილი გახდა საზმაუს საინფორმაციო მიმართულების საქმიანობის მონიტორინგით. კერძოდ, საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგით დგინდება, რომ დასაქმებული ჟურნალისტების უმეტესობა საკუთარ არსებობას (I am alive) მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ტიტრებში ყოფნით „ადასტურებს“. უფრო საგანგაშოა ის მდგომარეობა, როდესაც ამ რედაქციის ცალკეული თანამშრომლები თვეში მხოლოდ მაქსიმუმ 8 და მინიმუმ 4 სიუჟეტში (აქ პროფესიონალიზმზე და სიუჟეტის შინაარსზე, მის საინფორმაციო ღირებულებაზე არ ვსაუბრობ) შრომის ანაზღაურების სახით რამდენიმე ათას ლარს იღებენ. ამავდროულად კი ის ჟურნალისტები, რომლებიც რეალურად ქმნიან საინფორმაციო პროდუქტს, 800-დან 1500 ლარის ოდენობის ანაზღაურებაზე მუშაობენ (წყარო - კვლევაში ჩართული პირები).

ირკვევა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შრომის ანაზღაურება რამდენჯერმე გაეზარდათ ზედა რგოლთან დაახლოებულ ერთი და იმავე პერსონებს, მაშინ როდესაც სხვა დასაქმებულების ხელფასების ოდენობა შენარჩუნებულია ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე ან გაზრდილია უმნიშვნელოდ.

საზმაუს არ აქვს საინფორმაციო გამოშვებების მყარი ბადე და საინფორმაციო გამოშვებები ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას ეთერიდან. აქ საუბარი არ არის პოლიტიკური, სპორტულ ან სხვა ნაციონალური ინტერესის მქონე გადაცემებისა და მოვლენების დამთხვევაზე საინფორმაციო გამოშვების ბადეზე.

მაგალითად, ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის დღეს, საზმაუმ არ მოახდინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გამართული ღონისძიების გაშუქება, რომელშიც პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და ეს დღე პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნისთვის. ამ ფაქტის მოკვლევით დადგინდა, რომ საზმაუს გარედან (მმართველი პარტიიდან) არ მიუღია არანაირი დირექტივა ამ ღონისძიების უგულებელსაყოფად.

საზმაუსთვის სტანდარტულად მიჩნეულია სამუშაო დღეებში ოთხი, და დასვენების დღეებში სამი საინფორმაციო გამოშვება. ანუ კვირაში საშუალოდ 26 საინფორმაციო გამოშვება. ღონისძიებების დამთხვევის გამოკლებით 22 გამოშვებაც რომ მივიჩნიოთ საშუალო მაჩვენებლად, საზმაუ ცალკეულ პერიოდში 18 ან 20, ზოგიერთ კვირას კი უფრო ნაკლებ საინფორმაციო გამოშვებას ტრანსლირებას.

ლოგიკურია კითხვა: რის საფუძველზე უხდის საზმაუ მის ნახევრად დაუსაქმებელ ჟურნალისტებს და პროდიუსერებს სრული განაკვეთის ანაზღაურებას?

ცალკე საკითხია საინფორმაციო მიმართულებაში დასაქმებულთა რაოდენობა. კვლევაში ჩართული ვერც ერთი პირი ვერ ასახელებს თანამშრომელთა (კოლეგების) ზუსტ ოდენობას, თუმცა ერთხმად აღინიშნება - „ასზე მეტი“.

მონიტორინგით დგინდება, რომ საინფორმაციო ვებგვერდზე, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა აკადემიურობით, ინფორმაციების 25-30 პროცენტი გარე წყაროებიდანაა (რელიზები, სხვა წყაროებიდან იმპორტირებული, თარგმანი). არხის მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტების ნიუსებად ტრანსლირება ხდება ერთეულ შემთხვევაში - რის მიზეზადაც კვლევაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ „ჟურნალისტების უმეტესობა ვერ წერს“. საკუთარი პროდუქციის რეტრანსლაციის უმეტესი რაოდენობა უკავშირდება თოქშოუებს.

კვლევაში მონაწილეთა მოსაზრებამ - „ჟურნალისტების უმეტესობა ვერ წერს“ გააჩინა სხვა ინტერესები - სიუჟეტების ანალიზთან დაკავშირებით, რომლითაც დადგინდა, რომ ცალკეული ჟურნალისტები არ არაიან კვალიფიციურები იმ თემებზე, რაზედაც მათ უწევთ ეთერებში და სიუჟეტებში საუბარი. ცალკე პრობლემაა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ მეტყველებს გამართულად და კონკრეტულ თემებზე შესაბამისი ტერმინოლოგიით. ამ შემთხვევაში შკარად იკვეთება ტელევიზიის ხელმძღვანელობის დაუნტერესებლობა ამ საკითხით, რადგან მათ უნდა ჰყავდეთ მეტყველების სპეციალისტი, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებს ჟურნალისტებთან და გამოსწორებადია. თუმცა „წერასთან“ დაკავშირებული საკითხი აშკარად უკავშირდება კვალიფიკაციასა და სათანადო განთლების არ ქონას.

შემდგომი ინტერესის საგანი გახდა - თუ რატომ ხდება ყოველივე და რა წარმოადგენს ამის მიზეზს? როგორც ირკვევა, საზმაუ წლების განმავლობაში დასაქმებაზე უარს ეუბნება შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე პირებს და ასაქმებს გამოუცდელ, კვალიფიკაციის არმქონე, ჟურნალისტიკასთან შემხებლობაში არ მყოფ ადამიანებს (საუბარი არ არის ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტებზე, რომელთაც შესაბამისი ჟურნალისტური გამოცდილება რომც არ ჰქონდეთ, მათი კვალიფიკაცია უზრუნველყოფს რეიტინგსა და ინტერესს).

მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საზმაუში სტაჟირება გავლილი ბაკალავრებისა და მაგისტრების დასაქმება ფაქტობრივად არ მომხდარა, მაშინ როდესაც ამ პერიოდში წარმატებით დაასაქმეს კვალიფიკაციისა და სრული განათლების არ მქონე არაერთი პირი.

კვლევაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ ამ პოლიტიკის ავტორი და ხელშემწყობი ტელევიზიის გენდირექტორი თინა ბერძენიშვილია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ "მათი საქმეა ვის მიანიჭებენ უპირატესობას, არაპროფესიონალს, თუ პირველკურსელს და ჟურნალისტის ბაკალავრობა და მაგისტრობა ან სხვა სახის პროფესიული გამოცდილება მნიშვნელოვანი არ არის“. გენდირექტორის ამ პოზიციაზე სავარაუდო ყოფნას ამყარებს ის გარემოება, რომ საზმაუს მიერ რეალურად არ ცხადდება პროფესიული (ჟურნალისტების, პროდიუსერების, წამყვანების და ა.შ.) კონკურსები ვაკანსიებზე.

საზმაუ არ ცდილობს არც საკუთარი კადრების გაზრდას. სტაჟიორებთან არ ხდება პროფესიული ურთიერთობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კვლევის ფარგლებში მოძიებული, საზმაუში სტაჟირება გავლილი 10 პირიდან, რომელთა უმეტესობა ან ბაკალავრია, ან მაგისტრია, არავისთვის შეუთავაზებიათ დასაქმება. მაშინ როდესაც ირკვევა, რომ საინფორმაციო სამსახურში ამ პერიოდში შესაბამისი კვალიფიკაციისა და სრული განათლების არ მქონე რამდენიმე პირი დასაქმდა (კვლევის ფარგლებში მოპოვებულია შესაბამისი ფაქტები). ასევე ირკვევა, რომ არ არსებობს სტაჟირება გავლილთა რიგითობის არანაირი ნორმა. რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენ შეიძლება სტაჟირება გაიაროთ წარმატებით, ამის შემდეგ მადლობა უნდა გადაიხადოთ, რომ პატივი დაგდეს მათთან სტაჟირების გავლაზე და გაგისტუმრებენ სახლში. სამაგიეროდ, შესაძლოა, ხვალ აიყვანონ შტატში თქვენზე დაბალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების, განათლების ადამიანი და ის დაინიშნოს კონკრეტულ პოზიციაზე. თქვენი არსებობა კი არავის ახსოვს. (ბოლო ასეთი ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა).

საზმაუს ადამიანის რესურსების სამსახური ვერ განმარტავს რის საფუძველზე ხდება კადრების აყვანა და რა არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ამ სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ავალებენ და შესაბამისად, არსაიდან ჩნდება შტატიც.

რა თქმა უნდა, ზემოთ აღწერილი მაგალითები სრულად ჯდება არაჯანსაღი პროტექციონიზმისა და გავლენის კორუფციის ჩარჩოში.

ის რომ საზმაუში გავლენის კორუფციის (ამ შემთხვევაშიც ფინანსურის დამადასტურებელი ფაქტი არ მოგვეძიება - რაც მის არსებობას არ გამორიცხავს) ნათელი მაგალითია გასულ წელს ევროვიზიის კონკურსში მონაწილესთან დაკავშირებული სკანდალი, რაზეც საზმაუმ განმარტებაც არ გააკეთა და ე. წ. ჩაწყობის ფაქტზე და რეპუტაციულ ზიანზე საუბარს თავი აარიდა.

ამ ფაქტზე არც საქართველოს პარლამენტს და არც კულტურის და არც დარგობრივ კომიტეტს არ უმსჯელიათ. ეს საკითხი ყურადღების მიღმა დარჩა კულტურის სამინისტროსაც. ამ დროს, დღესავით ნათელია, რომ საერთაშორისო კონკურსში ქვეყნის სახელით მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ის არ უნდა უკავშირდებოდეს არანაირ კორუფციულ გარიგებებს. რა თქმა უნდა, აქაც ცხადია, რომ ამ მანკიერებაზე მსჯელობა საზმაუს ხელმძღვანელობის განრიდებით აბსურდულია.

იმ პირობებში, როდესაც, ქვეყანაში ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა საზოგადოების მოლოდინებს - ოპტიმიზმს უკავშირდება და მთელი რიგი მიმართულებებით მართლაც არის პოზიტივი, საზმაუს ეკონომიკური გადაცემებს ნულოვანი რეიტინგი აქვს.

ამ გადაცემების წამყვან-ავტორების პირადი სოციალური ქსელების ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს გადაცემები წამყვან-ავტორების კოლეგებსა და "მეგობრებშიც" არ სარგებლობს არანაირი პოპულარობით. უფრო მეტიც, ავტორების პირად ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ გადააწყდეთ კომერციულო ორგანიზაციების - კომპანიებისა თუ ბრენდების რეკლამას, რასაც მათ უკრძალავს საზმაუს რეგულირების აქტები. რეგულირების აქტებს პერიოდულად არღვევენ საზმაუს სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელები. ამ საკითხში გამოირჩევიან ცალკეული ჟურნალისტებიც, რომლებიც, მათი დაბალი პროფესიული რეიტინგისა და ნახევრად ცოცხალ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, ანაზღაურებად რამდენიმე ათას ლარს იღებენ (4000-5000) (ინფორმაცია კონკრეტული პირების ანაზღაურებაზე მოპოვებულია საზმაუს შიდა წყაროებიდან და გვარებს მხოლოდ შესაბამისი სტანდარტისა და ეთიკიდან გამომდინარე არ ვასახელებ).

საზმაუში ყველაზე ნაყოფიერი და რეიტინგული შემოქმედებითი და შემეცნებითი მიმართულებაა, თუ დისკრედიტირებულ საკონკურსო პროექტებს არ მივიჩნევთ.

ამ და სხვა უამრავი პრობლემის ფონზე, რომელიც საზმაუშია, თანამშრომლები საუბრობენ საქართველოს პარლამენტის უსამართლობაზე მათთვის დაფინანსების ფორმასთან დაკავშირებით. ყველაზე ამაზრზენად მაინც იმის კონსტატაცია გამოიყურებოდა, რომ საზმაუს ახალი შენობა ქალაქის ცენტრიდან მოშორებულია და თანამშრომლებს ხელფასები ამ მოტივითაც უნდა გაეზარდოთ.

რეალურად ამ ხმაურის მთავარი მოტივაცია სწორედ მკვდარ სულებსა და მიწერებს, ტელევიზიაში არაკვალიფიციური კადრების ყოლას უკავშირდება.

სამწუხაროა, რომ ბორდის წევრების უმეტესობა ამ საკითხებზე არც ამახვილებს ყურადღებას და მათი საჯარო აქტივობა ტელევიზიის მიღმა პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობებს უკავშირდება. როგორც ჩანს, ბორდის წევრების უმეტესობას საერთოდ არ ანაღვლებს საზმაუსთან დაკავშირებული საკითხები და საკუთარი პერსონის პიარით არიან დაკავებულები, რაც ასევე აშკარად გავლენის კორუფციულ გარიგებას უკავშირდება - დარღვევებზე პრობლემებზე თვალის დახუჭვის სანაცვლოდ პერსონალური PR და კეთილდღეობა.

ამიტომ, როდესაც საზმაუში საუბრობენ პრობლემებზე და განსაკუთრებით ფინანსებზე, რომელიც არის ხალხის და არა რომელიმე მთავრობის, ან უწყების, პრიორიტეტი უნდა იყოს - რა იქმნება ამ ფინანსების ტოლფასი და რამდენად ხარისხიანია საზოგადოებისთვის მომზადებული პროდუქტი.

არ ვაპირებ ვისაუბრო საზმაუს პოლიტიკურ გემოვნებაზე და სარედაქციო პოლიტიკაზე, რომელიც ასევე დამაფიქრებელია, თუნდაც იმათთვის ვინც ფიქრობს, რომ საზმაუ „ჩვენია“.

 

ავტორი: გოჩა მირცხულავა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი 

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა