როდესაც ამდენი ადამიანის ასეთი მძაფრი პროტესტია, ეს ხმა უნდა მიუვიდეთ და შეისმინონ - სტეფანე
არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ
ივანიშვილი ჯერ პრემიერის, შემდეგ გომელაურის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა - გახარიას გუნდი
ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო - მეუფე გრიგოლი
არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს დეპუტატები გამოკეტილი ჰყავდეს პარლამენტში - ლევან ხაბეიშვილი
პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა
მამუკა ხაზარაძე - შს მინისტრთან მაქვს კითხვა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდებს 4 წლით გაუშვებს ციხეში - ხალხს უსაფრდებიან, ვისზე აღიძრა საქმე?
"ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას" - თსუ-ს 150-მდე პროფესორ-მასწავლებელი

მედია - რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ

04.28.2024 | 18:23 ნახვები: 235

რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები სერგეი კარელინი და კონსტანტინე გაბოვი, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ.

მათ ბრალი ედებათ გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის კომპანიაში მუშაობაში. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიდეოჟურნალისტი კარელინი, რომელიც Associated Press-თან და Deutsche Welle-სთან თანამშრომლობს, მურმანსკის ოლქში კვირას დააკავეს. მას ბრალად ედება ანტიკორუფციულ ფონდში მუშაობაში.

ამასთან, 27 აპრილს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გაბოვს, რომელიც, სასამართლოს პრესსამსახურისა და რუსული მედიის ინფორმაციით, Reuters-ის პროდიუსერია.

გაბოვს ბრალი ედება „ექსტრემისტულ საზოგადოებაში“ მონაწილეობა - ნავალნი "იუთუბის" არხისთვის ფოტო და ვიდეო მასალების შექმნა.

გაბოვისა და კარელინის დაკავების შესახებ „რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა