12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით, ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავენ
"არა რუსულ კანონს! ვერ შეგვაშინებთ! | 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება
"შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება" - გაფიცვას "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებიც უერთდებიან
პროტესტი გრძელდება - რუსთაველი ისევ გადაკეტილია
სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დავიწყეთ - სსს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება - ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო
მამუკა მდინარაძე - ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს და კომიტეტს ვერ მიუსწრეს

მეუფე იაკობი - ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ

04.28.2024 | 18:22 ნახვები: 234

რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუცია? ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება“.

„მინდა ევროპარლამენტზეც ვთქვა - ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება. ჩვენ, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ და ასეთ რამეს არავის არ გავაკეთებინებთ. გამოდიან და იძახიან - „არა რუსულ კანონს“, ვის უნდა „რუსული კანონი“? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვადასხვა ქვეყნის კანონები მინდა. მე მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა. რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუცია? ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს. ისევე როგორც 22-ში და მანამდე. არ შემრცხვება ამ სიტყვის, კარგად დახედონ, თვითონ აკეთებენ ამას, ვითომ ევროკავშირის დაცვით. დეპუტატებს გადახედეთ, საიდან არიან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, „კაგებეს“ აგენტებისგან შემდგარი მთავრობები მოვიდნენ. დღეს ჩვენ გვაგინებენ.

ახალგაზრდებს მინდა, ვუთხრა, რომ გადიხართ და დგახართ, შეხედეთ მიტინგებზე რა ხდება, გგონიათ, მაგას დავთმობთ? ერთი იყო წინა საუკუნეში, სერგო ორჯონიკიძეებმა, მეთერთმეტე არმიამ და ეგეთებმა გააგზავნეს კრემლში დეპეშა თავიანთ უფროსებთან, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო. ახლა იმდენი პარტიაა და ისეთი ჭრელები არიან, რომელ ქვეყანაში რა უნდა გაგზავნო? თბილისის თავზე რა უნდათ, ჭრელი დროშების აფრიალება? ვერასდროს ვერავინ ეღირსება მაგას, ეს საქართველოა და რაც არ უნდა ძლიერი ქვეყნები იყვნენ, ყველამ გაითვალისწინოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა