ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7026 ლარი გახდა
თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია, შენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად საკუთარი პარტიის კრიტიკა არ იქცეს
მიმდინარე წელს, საქართველოში შიდსით ინფიცირების 560 შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს
შარლ მიშელი - მივესალმებით ქვეყნის განგრძობად ძალისხმევას, სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე - განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა
პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც მამის კუთვნილ ძაღლზე იძალადა და მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო, რის შედეგადაც ძაღლი დაიღუპა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი ოქტომბერში 415%-ით გაიზარდა

11.03.2023 | 12:56 ნახვები: 215

ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 415%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 164 176 მგზავრმა
ისარგებლა (2022 წლის ოქტომბერი – 31,898 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325%-ს მიაღწია. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერი – 111 რეისი).

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1 380 548 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 107%-ით აღემატება (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი – 665,732 მგზავრი).

ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 2 347 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტია (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი – 2,646 რეისი).

2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.