მსვლელობის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ
ემანუელ მაკრონი - მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს
ფრიდრიხ მერცი - ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება
ლეო XIV - ღმერთს ვევედრები მსოფლიოს მშვიდობის სასწაული აჩუქოს
კიტ კელოგი პუტინის შეთავაზებაზე - პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და არა პირიქით
მამუკა ხაზარაძე - არ გავჩერდებით, ვიდრე ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას არ მივაღწევთ
ზურაბ ცეცხლაძე - აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები ციხეებიდან გათავისუფლდნენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით შევაფასებთ

ეროვნულმა ბანკმა შიდა აუდიტორთა საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა

03.10.2023 ნახვები: 332

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში, შიდა აუდიტორთა საერთაშორისო სემინარი – „შიდა აუდიტი მმართველობით კონტექსტში“ გაიხსნა. ღონისძიება მიზნად ისახავს შიდა აუდიტის სფეროს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტთა და პროფესიონალთა დისკუსიებს აქტუალურ თემებზე, ცოდნის გაზიარებასა და კომუნიკაციის გაღრმავებას კოლეგებს შორის.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გახსნა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ტრადიციულად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს, ვინც პასუხისმგებელია შიდა აუდიტის საკითხებზე. ეს სემინარი ტარდება ყოველწლიურად ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის მხარდაჭერით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან შიდა აუდიტი და მისი გამართული საქმიანობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ცენტრალური ბანკის გამჭვირვალობისა და რისკების გადაზღვევისთვის. სასიამოვნოა, რომ კოლეგებს ყოველწლიურად აინტერესებთ ჩვენი სიახლეები, ჩვენი გამოცდილება და დღესაც მსგავს ღონისძიებას ძალიან წარმატებით ვუმასპინძლეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა