Zelensky says Trump and all leaders support his decision to meet with Putin in Türkiye
დონალდ ტუსკი - ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შედეგია
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში შიკრიბებიან
ანდრეი სიბიგა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე - ნამდვილი ლიდერი არავის და არაფრის უკან არ იმალება
Zelensky: “I’ll be waiting for Putin in Türkiye on Thursday. Personally”
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად დაველოდები
მსვლელობის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ
ემანუელ მაკრონი - მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს

კიტ კელოგი პუტინის შეთავაზებაზე - პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და არა პირიქით

11.05.2025 ნახვები: 239

პირველ რიგში, უნდა შედგეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა.

კელოგმა კომენტარი გააკეთა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, კრისტოფერ ლაკსონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს.

„ამას ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრიც კი ხვდება. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, შეწყვიტეთ მკვლელობები! პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მის განმავლობაში, ყოვლისმომცველ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა. არა პირიქით“, - დაწერა კელოგმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა