მსვლელობის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ
ემანუელ მაკრონი - მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს
ფრიდრიხ მერცი - ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება
ლეო XIV - ღმერთს ვევედრები მსოფლიოს მშვიდობის სასწაული აჩუქოს
კიტ კელოგი პუტინის შეთავაზებაზე - პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და არა პირიქით
მამუკა ხაზარაძე - არ გავჩერდებით, ვიდრე ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას არ მივაღწევთ
ზურაბ ცეცხლაძე - აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები ციხეებიდან გათავისუფლდნენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით შევაფასებთ

საქსტატი - ივლისში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

06.09.2023 ნახვები: 638

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.1 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 5.7 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.79 და 3.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა