1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა
მაია კოპალეიშვილი - პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე იქნება
თამარ ჩუგოშვილი - წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ, როცა პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნების მეთაურებს
მაია კოპალეიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია
ხვიჩა კვარაცხელია - „რეალის“ მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი მათი მოედანზე დამარცხება მინდა
გიორგი ვაშაძე - ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ვიზიტებში მოუწია საკუთარი ფულის დახარჯვა
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტიც და ჩვენც ვმოქმედებთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით

საქართველო 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა.

06.02.2023 | 10:07 ნახვები: 219

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ საქართველო მომავალ წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო.

მათივე ცნობით, სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ევროპის კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის მორიგი, ძალიან დიდი აღიარება - გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დონის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს არამხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან, არამედ სხვა სექტორებიდანაც, ასევე ვუმასპინძლოთ მედიის წარმომადგენლებს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ცნობადობა და გაამყაროს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც, თავისთავად, გააძლიერებს ჩვენი ტურიზმის, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და მნიშვნელოვანი შედეგებით აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

„კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.