14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

იაგო ხვიჩია - მსოფლიოში არსებობს მაგალითები, სადაც სამხედროები ცვლიან ხელისუფლებებს, არ მინდა, ჩვენი ქვეყანა ასეთი იყოს

09.13.2021 | 15:12 ნახვები: 247

ამ მიმართვაში მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, გვინდა თუ არა ქვეყანა, სადაც არჩევნებში სამხედროები ერეოდნენ და ისინი წყვეტდნენ არჩევნების ბედს, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, არ არის სასურველი ქვეყანაში სამხედროები ცვლიდნენ ხელისუფლებებს.

„მგონია, ჩვენთან ამას სპეცსამსახურები რომ აკეთებენ, ამის გამო უნდა ვაკრიტიკებდეთ ხელისუფლებას. ყველას თავისი საქმე უნდა ჰქონდეს - სპეცსამსახურებს, ჯარს და ყველა ძალოვან უწყებას. მსოფლიოში არსებობს მაგალითები, სადაც სამხედროები ცვლიან ხელისუფლებებს და ალბათ, სააკაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის. არ მინდა, ჩვენი ქვეყანა ასეთი იყოს. ადამიანები, ზოგადად, უწყებების რეიტინგს რომ კითხულობენ, ვისაც მეტი რეიტინგი აქვს, ცდილობენ, მათთან საკუთარი თავი დააკავშირონ. წინასაარჩევნოდ ალბათ ასეთებს კი არა, უარესებსაც უნდა ველოდოთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეოში სამხედროებს მიმართა.

„საქართველო არის გადასარჩენი, მოგმართავთ ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ უპირველესად, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის. თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა