14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

ყველას აქვს ამ უცხოური გავლენის კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება -ვიოლა ფონ კრამონი

04.01.2023 | 23:18 ნახვები: 437

აქციაზე ვარ, რათა სოლიდარობა გამოვხატო დაკავებული ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა მთავრობის კანცელარიასთან პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

როგორც ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი გამოცალკევება, აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს.

„პირველ რიგში კარგია, რომ გვაქვს შეკრების თავისუფლება და ადამიანები გამოვიდნენ ამ ახალგაზრდის სოლიდარობის მიზნით, რომელიც დაკავებული იქნა. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა, იყოს სისხლის სამართლის საქმე ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო. ვფიქრობ, იმის ფონზე, რაც ხდებოდა მარტის დასაწყისში, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება და არ არის საჭირო ამ დემონსტრაციის ინდივიდების ამორჩევა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგია აქ მოსვლა და სოლიდარობის გამოხატვა.

აქ, როგორც ყველა იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი გამოცალკევება, აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს ამ უცხოური გავლენის კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. ასე რომ, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი რატომაც ვარ აქ, ეს ძალიან მარტივია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

ევროპული საქართველოს ეგიდით აქცია თავისუფლება ლაზარეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ გაიმართა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა