"კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს" - ვოლსკი
კრამონი გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე: ძალიან მრავალფეროვანი იყო, ეს აშინებს ოცნებას
საღამოს კვარას თამაშს დავესწრები, ქუჩაში ქართული საუბრები ისმის ყველგან...ყველას სამშობლოში დაბრუნება უნდა - მამუკა ხაზარაძე
გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციიდან თითი თითზე არავის დაუდია რეკომენდაციების შესასრულებლად
მიხეილ სარჯველაძე - ვიოლა ფონ კრამონი ბოლო ხანებში ძალიან გამოირჩევა ოპოზიციის გულშემატკივრობით, გვახსოვს, მარტის აქციას გამოეხმაურა, ეს ყველაფერი მაიდანს მაგონებსო
ნინო ლომჯარია - საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა
ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა არის ასეთი ინსტიტუტების სრული გაკოტრება
ჯოზეფ ბორელი - გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება

პოლიტიზირებულად გადახრილი კუთხე ამახინჯებს მოვლენის სწორად აღქმას

01.29.2023 | 12:16 ნახვები: 233

ფიზიკური პირების მიერ რუსეთიდან ფულადი გზავნილები მეზობელ ქვეყნებში გასულ წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდედ არნახულად გაიზარდა.

ქვეყნების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით გადმორიცხვების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

1. ყაზახეთი-579%

2. საქართველო-403 %

3. სომხეთი-306 %

4. უზბეკეთი-160 %

5. ყირგიზეთი- 6 %

ეს რიცხვები მხოლოდ 11 თვის მონაცემებს ასახავს.

როგორ უნდა წავიკითხოთ ეს ინფორმაცის, რა არის ამაში ცუდი და რა არის კარგი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი მოვისმინეთ მედიაში ექსპერტებისა თუ არაექსპერტების მხრიდან. ამ კომენტარების მთავარი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ თურმე, ხდება საშინელება და რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრი მივეჯაჭვეთ ამოდენა ფულის შემოსვლის გამო. ეს არის ძალიან არასერუოზული და არაპროფესიონალური მსჯელობა.

ცუდი ფულის შემოსვლა კი არ არის, არამედ ის მიზეზები, თუ რატომ მოხდა ფულადი გზავნილების უზარმაზარი მატება. მხოლოდ საქართველოში ამას მოჰყვა ასი ათასამდე “ტურისტი-ლტოლვილის” დარჩენა მოსალოდნელი პრობლემებითურთ. ამ პრობლემების გადაჭრის გზა არის ტურისტების ფაქტობრივად უვადოთ დარჩენის არსებული უპრეცედენტო რეჟიმის შეცვლა და არა ფულის შემოსვლის დაგმობა.

დადებითი შედეგი ყველაზე ნათლად ჩანს სომხეთის მაგალითზე-რუსეთიდან გზავნილების 3 მილიარდი დოლარით მატებამ, რაც ქვეყნის ოთხი წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობის ტოლფასია, გამოიწვია წლიური ეკონომიკური ზრდა 14 პროცენტის ოდენობოთ, ნაცვლად დაგეგმილი ერთი პროცენტისა.

საქართველოსთვისაც ეფექტი არა ამ მასშტაბის, მაგრამ, დიდი იყო, განსაკუთრებით ფინანსური სექტორისათვის. თუ მარტის თვეში ლარის გაცვლის კურსი დოლართან მომართებით იყო 3,2, დღეისათვის არია 2,64( გამყარდა 21 პროცენტით).

რომ არა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის დიდძალი ოდენობით შესყიდვები, რის გამოც უცხოური ვალუტის რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს, 5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ლარის კურსი შესაძლოა ორის ნიშნულსაც კი ჩამოცილებულიყო.

რომ არა ლარის მნიშვნელოვანი გამყარება, წლიური ინფლაცია არა 10 პროცენტი, არამედ მნიშვნელოვნად მეტი იქნებოდა.

მოვლენა უნდა აღვიქვათ კომპლექსურად და არა მხოლოდ ერთი კუთხიდან. ეს კუთხე მით უფრო დამახინჯებულად წარმოაჩენს სურთს, რაც უფრო პოლიტიზირებულად არის იგი გადახრილი.

ავტორი: რომან გოცირიძე

ნიშენ ჯორჯია