ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის გამარჯვების გეგმის ძლიერი სამხედრო შინაარსი მოვამზადეთ
მიხაილ როთი - მოდით, თბილისი კვლავ ევროპის ნამდვილ დედაქალაქად ვაქციოთ, 26 ოქტომბერს თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ!
Enemy keeps one Kalibr carrier in Black Sea
Drone hits ammunition depot in Russia's Tver region
As long as Beijing talks about "Ukraine crisis", no reason to take note of China’s "peace plans" - expert
Russia in Syria actively recruits men for war in Ukraine - DIU
State Department briefed on elements of Zelensky's peace plan - Miller
U.S. expecting progress in Ukraine’s peace plan implementation - envoy to UN

2022 წლის ფინანსური პარადოქსები და 2023 წლის გამოწვევები

20.01.2023 ნახვები: 513

2022 წელს საზღვარგარეთიდან ფიზიკური პირების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა უპტეცედენტო ოდენობით გაიზარდა და 2021 წელთან შედარებით 2 მილიარდი დოლარით (86%-ით) იმატა.

2021 წელს საქართველოში 2.3 მილიარდი დოლარი, ხოლო 2022 წელს 4.4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა.

2022 წელს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა რუსეთიდან გადმორიცხვებმა განაპირობა. რუსეთიდან გასულ წელს 2.1 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია.

აღნიშნული არხებით შემოსულო დიდძალი უცხოური ვალუტა იყო ლარის მკვეთრი გამყარების მთავარი მიზეზი და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს გახდა ასევე ეროვნულის ბანკის უცხური ვალუტის რეზერვების ისტორიულ მაქსიმუმადე, თითქმის 5 მილიარდ დოლარამდე ზრდის ერთ ერთი მთავარი ფაქტორი.

გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით ნახევარი მილიადი დოლარი შეიძინა სავალუტო ბაზარზე. რუსეთიან ფულადი გზავნილების მასშტაბურ ზრდას, გარდა დიდი ეკონომიკური ეფექტისა, თავისი უარყოფითი სოციალურ-პოლიტიკური შედეგიც აქვს - გასულ წელს საქართველოში საცხოვრებლად დარჩა დაახლოებით 120 ათასი რუსი “ტურისტი-ლტოლვილი”.

მათ შეიძინეს დიდძალი უძრავი ქონება, განსაკუთრებით საცხოვრებელი ბინების სახით, რაც ქვეყანაში ხანგრძლივი დროით მათი დარჩენის გეგმების მანიშნებელია. ამას ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული უკიდურესად ლიბერალური სავიზო და ბინადრობის პოლიტიკა.

ლარის გამყარების დადებითი ეფექტი გახდა ფასების ზრდის შემაკავებლად მთავარი ფაქტორი. მისი დადებითი ეფექტი მეტია, ვიდრე რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონებაზე და ზოგიერთ სხვა სახის საქონელზე მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ფასების ზრდა.

უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისი ქვეყანამ ჯერჯერობით შედარებით იოლად გადაიტანა რამდენიმე, მათ შორის პარადოქსული მიზეზების გამოც (მაგალითად, მოსალოდნელი იყო ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება, მაშინ როცა მოხდა პირიქით).

დროებითო ეფექტების ამოწურვის შემდეგ ქვეყანაში კვლავ თავს იჩენს ნაცნობი პრობლემები ლარის გაუფასურების, ფასების მატებისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების სახით.

ყახახეთის მიერ რუსეთის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ვადის 90 დღემდე შეზღუდვის გამო, არსებობს ამ ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადმოსვლის რისკები, რაც კიდევ უფრო გაართულებს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას.

 

ავტორი: რომან გოცირიძე

"ნეიშენ ჯორჯია"

ფოტოკოლაჟი: nation.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა