14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

ირაკლი ზარქუა:მიუხედავად იმისა, რომ თქვა, „არა და არასდროსო“, არ გამოვრიცხავ შეწყალებას, ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს

11.25.2022 | 12:22 ნახვები: 344

ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს - ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

ზარქუა პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული პატიმრების შეწყალებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ყველა ადამიანმა, საზოგადოებაში არსებული სტატუსის მიუხედავად სასჯელი უნდა მოიხადოს.

„ჩვენი პოზიცია მარტივია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როდესაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მიდგომაა, რომ მან უნდა მოიხადოს სასჯელი. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე როგორც პატიმარ გვარამიაზე. კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით პატიმრობა.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს - რა გითხრათ, ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი - თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო - ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, „არა და არასდროსო“, არ გამოვრიცხავ [შეწყალებას], ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, ქალბატონ პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ქალბატონ სალომეს მართებს, რომ ინსტიტუცია დაიცვას. ასე შეურაცხყოფდნენ და ამის შემდეგ იმ გუნდის ბელადის შეწყალება, ვისგანაც ასეთი ნიაღვარი მოდიოდა, მე არ ვიცი.

რაც ჩანს ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მათ შორის რაღაც ჯგუფის მხრიდან დასავლეთიდანაც, პირდაპირ დარტყმაა, რომ აიძულონ და შეიწყალოს, მაგრამ შეწყალების საფუძველი არ არსებობს - კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი და სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს.

ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თქვან კონკრეტული დასკვნა - მერამდენე თვეა, ხან ერთ, ხან მეორე დაავადებაზე საუბრობენ. დაწერონ ამ დალოცვილებმა, რა სჭირს და შემდეგ ვკითხავთ პენიტენციურ სამსახურს, შეუძლია თუ არა მკურნალობა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა