Russia reports massive drone attack on Briansk region
Channel for importing counterfeit medicines from Russia and Belarus to Ukraine was eliminated in Volyn region Channel for importing counterfeit medicines from Russia and Belarus to Ukraine was eliminated in Volyn region
Ukraine, Poland agree to develop railway services
Russia does not want talks: ISW analyzed Kremlin's statements about Ukraine and Zelensky
Enemy submarine is in Black Sea - Pletenchuk
Ex-MP Farion's murder suspect pleads not guilty
.S. has already provided $82B in aid to Ukraine - Under Secretary of Commerce Lago
Zelensky hears two reports by CinC Syrskyi on situation in Pokrovsk sector

გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტისგან ჩვენ გვჭირდება არა ექსპერტობა და შეფასება, არამედ ქმედება

11.24.2022 | 16:09 ნახვები: 333

როცა ვსაუბრობთ მართლმსაჯულების რეფორმაზე და სალომე ზურაბიშვილი მოვიდა და საუბრობს, რომ არის პოლიტიკურად მიკერძოებული და არასანდო მართლმსაჯულება, რისთვის არსებობს შეწყალების მექანიზმი? თუ პრეზიდენტი კარგად აცნობიერებს საკუთარ მოვალეობას, უნდა დააზღვიოს პოლიტიკური ანგარიშწორებისგან ნებისმიერი ადამიანი საქართველოში, მათ შორის გვარამია და სააკაშვილი, როცა ამისგან დისტანცირებას ახდენს პრეზიდენტი, ის საკუთარ ინსტიტუციას შეურაცხყოფს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „მხოლოდ თითის გაშვერა სხვისკენ არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ მიდგომას პრობლემასთან დაკავშირებით“.

„მე მასთან, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუციასთან კითხვა მაქვს, თავად რას აკეთებს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ეს კატასტროფული პრობლემა რამენაირად მაინც შეამსუბუქოს და ნაკლები წნეხი იყოს ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე და მეტი შედეგი დაინახონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა? ნულს.

შეუძლია თუ არა პოლიტიზებული მართლმსაჯულების ხარვეზი და პრობლემა გვარამიასთან დაკავშირებით გამოასწოროს პრეზიდენტმა? დიახ, შეუძლია. იმავეს გაკეთება შეუძლია სააკაშვილთან დაკავშირებით, შეუძლია ბევრ საქმეზე იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ როცა ამას არ აკეთებს, მხოლოდ თითის სხვისკენ გაშვერა არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ მიდგომას პრობლემასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილზე მე ილუზიები აღარ მაქვს, ის არის ნაწილი ივანიშვილის პროექტის, ამიტომ თუ ივანიშვილი ჩათვლის, რომ მან რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, ამ ნაბიჯს გადადგამს. თუ ჩათვლის, რომ არ გადადგას, არ გადადგამს.

როგორ შეიძლება სიტყვიერად ამბობდე, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, აფასებდე სასამართლო სისტემას, როგორც კატასტროფულს და შენ, შენი ერთადერთი მექანიზმის გამოყენების არანაირ შანსს არ ტოვებდე. შენ თუ ნაბიჯს არ დგამ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, პრეზიდენტი რა, ექსპერტია, ჟურნალისტია, უბრალოდ რომ აფასებს? ჩვენ მისგან გვჭირდება ქმედება და არა ექსპერტობა და შეფასება“,- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა