14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას მოუწოდებს, რუსული აქტივები დაბლოკოს, რათა უკრაინამ მისი ტერიტორიების ოკუპაციისთვის ანაზღაურება მიიღოს

09.30.2022 | 13:18 ნახვები: 289

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას მოუწოდებს, რუსული აქტივები დაბლოკოს, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების ოკუპაციისა და მის წინააღმდეგ აგრესიისთვის ანაზღაურება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მე ძალიან მსურს, რომ შვეიცარიამ შეძლოს რუსული აქტივების დაბლოკვა და ჩვენ შეგვეძლოს აბსოლუტურად სამართლიანად, მივიღოთ ანაზღაურება უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციისთვის და იმ აგრესიისთვის, რომელსაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მოუწოდა შვეიცარიის მოქალაქეებს, ევროპას მიაწოდონ სიმართლე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ამისთვის ისინი უკრაინაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახონ, რაც იქ ხდება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის საკითხში ნეიტრალიტეტი შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ 27 სექტემბერს ზელენსკიმ ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა