14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა განახორციელოს

08.07.2022 | 13:29 ნახვები: 165

რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია უნდა განახორციელოს, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მსოფლიო საზოგადოებისგან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე სათანადო პასუხის არმიღებისას, 2014 წელს რუსეთმა განაგრძო დამპყრობლური ქმედებები უკრაინაში.

„7 აგვისტოს 14 წელი შესრულდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ბოროტების დაწყებიდან. თითქმის დეკადანახევრის შემდეგ, რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ინარჩუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მსოფლიო საზოგადოებისგან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე სათანადო პასუხის არმიღებისას, 2014 წელს რუსეთმა განაგრძო დამპყრობლური ქმედებები უკრაინაში – განახორციელა ყირიმისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაცია, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის მკაცრი დაცვისა და იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას. რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია უნდა განახორციელოს, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა