თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით - დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი
მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ

ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს

07.05.2026 ნახვები: 180

სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა, ბექა გულედანმა განუცხადა. მისივე თქმით, უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. რაც ნიშნავს, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ. საქმეს აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“, საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ“,- აღნიშნავს ბექა გულედანი.

შეგახსენებთ, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა