პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება

გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ

06.05.2026 ნახვები: 217

5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ, ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით. არც ანგარებით მომიკლავს ლევან ჯანგველაძე და არც სხვა მიზეზით. ამ ტრადიციებით გავზარდე ჩემი ძმაც, რომელიც ფულის გამო კაცს არ მოკლავს, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მიქაძე სასამართლოში საბოლოო სიტყვას საათზე მეტი ხნის განმავლობაში ამბობდა.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, ლევან ჯანგველაძის ოჯახს უკვე შექმნილი აქვს აზრი. მიქაძის თქმით, ის მათ ადგილას ბრალდებულის ადვოკატების სიტყვასაც მოისმენდა იმისთვის, რომ სიმართლე გაეგო.

მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში ჯანგველაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, ასევე აღნიშნა, რომ ის პანაშვიდზეც იყო მისული და იქ ერთი ადამიანის ეჭვიანი მზერაც არ უგრძვნია.

ბრალდებულის თქმით, მათ ედავებიან ორგანიზებას და ანგარებას, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ ამ მკვლელობასთან და ლევან ჯანგველაძესთან არანაირი შეხება არ აქვს.

„ნანახი მყავს, ნაცნობობის დონეზე სუფრაზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფებოდა",- განაცხადა მიქაძემ.

მისივე თქმით, ჯანგველაძესთან სუფრაზე „ჭიქის მიჭახუნების გარდა“, შეხება არ ჰქონია.

რაც შეეხება, მოტივს, მიქაძის თქმით, ეს საქმეში ხელოვნურად გაჩნდა, „მაგრამ უკუღმა“.

„უსოიანების შთამომავლობიდან არცერთთან არასოდეს გადაკვეთა არ მქონია. 5 მილიონი კი არა 5 მილიარდი რომ მომცეს ვინმემ, კაცს არ მოვკლავ, ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით. არც ანგარებით მომიკლავს ლევან ჯანგველაძე და არც სხვა მიზეზით.

ამ ტრადიციებით გავზარდე ჩემი ძმაც, რომელიც ფულის გამო კაცს არ მოკლავს",- განაცხადა მიქაძემ.

მისივე განმარტებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ ციხეში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გამო არ ზის და „ვიღაცის ნების გამოა იქ“.

ბრალდებულის თქმით, მას აქვს სიმართლე და მზად არის ყველაფრისთვის.

მიქაძის თქმით, გაუთავებელი ცილისწამება მიდის, რაც შემთხვევით არ ხდება. ბრალდებულის თქმითვე, ეს თემა ვერაფერმა გადაფარა, ვერც საქართველოში და ვერც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, რაც არ არის ბუნებრივი პროცესი.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. აგერ ვარ და თავად გადაწყვიტეთ, ვარ თუ არა დამნაშავე“, - განაცხადა მიქაძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა