ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია

06.05.2026 ნახვები: 247

რუსული ძალები დღეს დილით უკრაინის რამდენიმე ქალაქს დაესხნენ თავს, რითაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული და გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში დნიპროში აფეთქებების ხმა გაისმა. რუსებმა ასევე შეუტიეს ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმს, დონეცკს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაშავებულები.

„მოსკოვმა კიდევ ერთხელ უგულებელყო რეალისტური და სამართლიანი მოწოდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელსაც სხვა სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ. ეს აჩვენებს იმას, რომ რუსეთი უარყოფს მშვიდობას და მის ყალბ მოწოდებებს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანების სიცოცხლე“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა X-ზე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

პუტინის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 მაისს 00:00 საათიდან ამოქმედდებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა