საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს

03.05.2026 ნახვები: 190

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, სადაც შესაბამისი ოპერაციის ვიდეო კადრებსაც ავრცელებს.

„ჩვენი ჯარები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას რუსეთის ჩრდილოვანი ნავთობფლოტის წინააღმდეგ - ორ ასეთ გემს ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელთან დავარტყით. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. უკვე ასე აღარაა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი მადლობას უხდის გენერალური შტაბის უფროსს ანდრეი გნატოვს ოპერაციის ხელმძღვანელობისთვის, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის საზღვაო ძალების კონტრდაზვერვის ოფიცრებს წარმატებული შედეგისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა