პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"
დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე
ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ
მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო

მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

30.04.2026 ნახვები: 211

რას ვეუბნები მე ოპოზიციას ისეთს, რამაც აღაშფოთა - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო", იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავში მონახონ ძალა ნამდვილი ბრძოლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, წინა დღეებში მასზე „თავდასხმები არც შემთხვევითი იყო, არც მოულოდნელი”, სააკაშვილის მოსაზრებით, ახალი არაა, რომ "ოპოზიციის" ნაწილი ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ „ფორმალურად ებრძვის“, ძირითადად კი სააკაშვილის „კბენით არის დაკავებული“.

„ამ ერთს ვიტყვი და დავამთავრებ.

წინა დღეებში ჩემზე წამოსული თავდასხმები არც შემთხვევითი იყო, არც მოულოდნელი. ის, რომ "ოპოზიციის" ნაწილი ივანიშვილს მხოლოდ ფორმალურად ებრძვის და ძირითადად ჩემი კბენით არის დაკავებული ახალი არაა.

საქმე იმაშია, რომ სწორედ ბოლო დროს გაძლიერდა საზოგადოების მხარდაჭერა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ პირველ რიგში იმის მიმართ რასაც მე განვასახიერებ - გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ძლიერი, თავისუფალი, სამართლიანი ქართული სახელმწიფოსთვის. ხალხი გამოვიდა ქოცურ-რუსული პროპაგანდისტული კლიშეების გავლენიდან.

ჩვენ ყველამ ერთად, ასეთი სახელმწიფო ერთხელ უკვე შევქმენით და აუცილებლად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ის წარსულის მითად კი არ დარჩეს, არამედ აღორძინდეს, წელში გაიმართოს და მთელი ბრწყინვალებით დავაბრუნოთ მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ სოხუმსაც.

და რას ვეუბნები მე ოპოზიციას ისეთს, რამაც აღაშფოთა - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო", იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავში მონახონ ძალა ნამდვილი ბრძოლისთვის.

ხოლო ვინც თავისი თავის რეალიზაციას ჩემს წაკბენაში პოულობს, იმას არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს“, - წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა