დღეს ჩვენი თავდაცვისა და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დამტკიცებას.
„უკრაინისთვის განკუთვნილი ევროპული დახმარების 90 მილიარდი ევროს სესხი განბლოკილია. ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, გახდის უკრაინას უფრო ძლიერს და საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ სოციალური ვალდებულებები“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა მუშაობს, რომ დახმარების პირველი ტრანში ხელმისაწვდომი მაისში ან ივნისში გახდეს.
„ასევე, კვიპროსში შეხვედრების დროს, პარტნიორებთან ერთად რუსეთზე შემდგომი სანქციების მეშვეობით ზეწოლის საკითხებს განვიხილავთ. მე-20 პაკეტი განბლოკილია და მას სანქციების სხვა ნაბიჯები უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს ზელენსკი.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ