ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა, - ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
„სესხი ხელს შეუწყობს 2026-2027 წლებში უკრაინის გადაუდებელი საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების დაფინანსებას“, - წერს კვიპროსის თავმჯდომარეობა X-ზე.
ასევე, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიც დაამტკიცა.
„უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის ესკალაციის საპასუხოდ, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო“, - აცხადებს კვიპროსის თავმჯდომარეობა.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ