კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ დაასრულა ნავთობსადენ „დრუჟბას“ იმ მონაკვეთის შეკეთება, რომელიც რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა
დონალდ ტრამპი - არ მსურს ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება, ველოდები დაბომბვებს
სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა
სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს
დონალდ ტრამპი - აშშ დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დასაბრუნებლად

კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს

18.04.2026 ნახვები: 171

საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი.

„საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს. მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზე დიალოგში გულწრფელი ჩართულობა ნიშანი იქნება, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] კურსის შეცვლა სურთ“, - განაცხადა კალასმა.

კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრები სომხეთში ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე შეთანხმდნენ, რომელიც „გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას მასიური სადეზინფორმაციო კამპანიებისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხებში და აღნიშნა, რომ „გვსურს ჩვენი კავშირების გაღრმავება და მალე გავაგრძელებთ ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა