ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ დაასრულა ნავთობსადენ „დრუჟბას“ იმ მონაკვეთის შეკეთება, რომელიც რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა
დონალდ ტრამპი - არ მსურს ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება, ველოდები დაბომბვებს
სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა
სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს
დონალდ ტრამპი - აშშ დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დასაბრუნებლად
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს - დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ დაასრულა ნავთობსადენ „დრუჟბას“ იმ მონაკვეთის შეკეთება, რომელიც რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა

18.04.2026 ნახვები: 171

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა დაასრულეს „დრუჟბას“ მილსადენის შეკეთება, რომელიც რუსული ნავთობის ევროპულ ქვეყნებში ტრანსპორტირებას ახორციელებს და მას შეუძლია ოპერირების განახლება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, არავის შეუძლია მისთვის იმ გარანტიის მიცემა, რომ ნავთობსადენი კვლავ რუსული თავდასხმის სამიზნე არ გახდება.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ ქმედებების შემდეგ ელოდება, რომ კიევი ბრიუსელისგან 90 მილიარდი ევროს სესხის მიღებას შეძლებს.

„როგორც ევროკავშირთან კომუნიკაციაში იყო განსაზღვრული, უკრაინამ დაასრულა „დრუჟბას“ ნავთობსადენის იმ მონაკვეთის შეკეთება, რომელიც რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა. ნავთობსადენს შეუძლია, განაახლოს ფუნქციონირება. ამჟამად ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმები აღარ განმეორდება. ამ საკითხს ჩვენ ვუკავშირებთ უკრაინისთვის ევროპული დახმარების პაკეტის გახსნას, რომელიც უკვე დამტკიცებულია ევროპის საბჭოს მიერ. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორები უკრაინისთვის კლასტერებთან დაკავშირებით შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამენ – ჩვენ უკვე შევასრულეთ ჩვენი წილი პირველ კლასტერებთან დაკავშირებით. ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს მათგან, ვინც ევროპის განადგურებას ან დასუსტებას ცდილობს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!“- წერს ის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა