ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა
Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte

მიხეილ სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი - შემხვდა ჟვანიას ძველი გუნდი, მომთხოვეს თანამდებობაზე მისი (ნოღაიდელის) დანიშვნა და დავთანხმდი

08.04.2026 ნახვები: 255

მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი პრემიერის პოსტზე - შემხვდა ზურაბ ჟვანიას ძველი გუნდი და მომთხოვეს თანამდებობაზე მათი წარმომადგენლის, კერძოდ ნოღაიდელის დანიშვნა, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ყოველთვის ითვალისწინებდა თანაგუნდელების აზრს.

„მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი, რომელიც მუშაობდა შევარდნაძის ფინანსთა მინისტრად, პრემიერის პოსტზე.

გპასუხობთ - ეგ იყო პრემიერ ჟვანიას ძველი მეგობარი და ზურამ თავის ფინანსთა მინისტრად დანიშნა (მე არ ვერეოდი ეკონომიკური ბლოკის საკადრო საკითხებში), ჩვენ პრაქტიკულად კოალიციური ხელისუფლება ვიყავით და კოლექტიურად ვმართავდით.

ზურას გარდაცვალების შემდეგ, მე ვაპირებდი პრემიერად, რუსეთში ჩვენი მაშინდელი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის დანიშვნას. ის ჩამოვიყვანე მოსკოვიდან და წარვუდგინე ჩვენს გუნდს, მინისტრების და პარლამენტარების ჩათვლით.

თუმცა ამის შემდეგ ცალკე შემხვდა ზურაბ ჟვანიას ძველი გუნდი და მომთხოვეს თანამდებობაზე მათი წარმომადგენლის, კერძოდ ნოღაიდელის დანიშვნა და მე დავთანხმდი, ვინაიდან, მიუხედავად ვიღაც იდიოტების აზრისა დღეს, მე თითქმის ყოველთვის ვუსმენდი და ვითვალისწინებდი სხვების აზრს, ეგაა და ეგ.

ისე ეგ გიენა გუშინ ჩემზე რომ იწევდა, რამ შეუშალა ნეტა ხელი, ათი ბადრაგი რომ მაკავებდა იმ პირობებში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა