ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა
Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები

08.04.2026 ნახვები: 251

ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით  შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონში არსებულ ქვეყნებზე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.

ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ „ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.”

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აცნობა ისრაელს, რომ ერთგულია იმ მიზნების მიღწევის, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს აშშ-ისთვის, ისრაელისთვის და მისი რეგიონული მოკავშირეებისთვის, მოახლოებული მოლაპარაკებების ფარგლებში,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ ეხება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა