Russians hit energy infrastructure in Kyiv region, Slavutych left without power
Russian forces lose 940 invaders in war against Ukraine in past 24 hours
Enemy strikes school in Chernihiv region with FPV drones
Occupiers in TOT Donetsk region push “military-historical tourism”
Hungarian opposition leader outlines approach to Moscow
Putin's trust rating drops 5% in Russia – ISW
Belarus covers budget shortfalls with Russian funds – intelligence
Yuliia Starodubtseva reaches first WTA final, finishes runner-up in Charleston

დონალდ ტრამპი - ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ

06.04.2026 ნახვები: 206

ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მაშინ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება „დღეებში სურს და არა კვირებში“.

„თუ ეს მოხდება, მოხდება. თუ არა, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ. როგორც ვთქვი, ჩვენ ავაფეთქებთ. ეს იქნება ხიდის დღე და ეს იქნება ელექტროსადგურის დღე ქვეყანაში. ძალიან ცოტა რამ არის შეზღუდული, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას.

„არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ“, – თქვა ტრამპმა.

შეკითხვაზე, გაახანგრძლივებს თუ არა ირანისთვის ვადას, რათა თეირანს მეტი დრო მისცეს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ტრამპმა უპასუხა, რომ მათ საკმარისი დრო აქვთ შეთანხმების მისაღწევად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა