უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
მსოფლიო პატრიარქი - სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია
მეუფე შიო - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა
მსოფლიო პატრიარქი - განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს

22.03.2026 ნახვები: 171

უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია დასრულდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დილით წმინდა მიქაელის ოქროსგუმბათოვან ტაძარში კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ საღვთო ლიტურგია აღავლინა, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები ესწრებოდნენ.

ამის შემდეგ პატრიარქის ცხედარი წმინდა მიქაელის მონასტრიდან წმინდა სოფიას მოედნის გავლით წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ფილარეტი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა.

წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში პატრიარქის დაკრძალვას დაახლოებით 2 000 ადამიანი დაესწრო.

ცნობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი 20 მარტს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა